ბლოგი:
მარტი 20, 2015
ავტორი Anika
ყოველთვის ვამბოდიბ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოდური ტენდენციების მიყოლა და მათი უპირობო დაცვა საკუთარი თავისუფლების შეზღუდვად მიმაჩნია, თუმცა, სეზონურ ტენდენციებზე თვალის მიდევნება ცუდი ნამდვილად არ არის: შესაძლოა თქვენთვის საინტერესო სიახლეს წააწყდეთ ან სულაც ისეთი მივიწყებული რამ გაიხსენოთ, რაც სხვისი შეხსენების გარეშე ნაკლებად თუ ამოგიტივტივდებოდათ მეხსიერებაში. ამიტომაც, პერიოდულად ვაცნობ ხოლმე ანიკას ბლოგის მკითხველებს სეზონურ ტენდენციებს და შესაბამის სიახლეებსაც. დღეს საგაზაფხულო მაკიაჟის რამდენიმე საინტერესო ტენდენციის შესახებ მოგიყვებით და შემდეგ თქვენ თავად გადაწყვიტეთ, თუ რამდენად ინსპირაციული შეიძლება იყოს ისინი თქვენთვის.
ბრიჯიტ ბარდოს და სოფი ლორენის მონაწილეობით ფილმები თუ გიყვართ, მაშინ შესაძლოა, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მკვეთრი რეტრო-ისრებიც საინტერესო მინიშნება გამოდგეს. ამის განსახორციელებლად ხარისხიანი შავი ფერის ლაინერი ან ფანქარი და მეტნაკლებად გამოცდილი ხელი დაგჭირდებათ. დანარჩენი მაკიაჟი სასურველია, მინიმალისტური იყოს. მოცულობით, ტალოვან ვარცხნილობასაც თუ დაამატებთ, ჯამში საკმაოდ საინტერესო შედეგს მიიღებთ.
ძვირფასი მეტალები, თვლები, ყველაფერი რაც ბზინავს - მბზინავი თვალის ჩრდილები შეიძლება განწყობის ასამაღლებლად, მითვლემილი ემოციების გამოსაღვიძებლად ან უბრალოდ უღიმღამო საღამოს კაბის გამოსაცოცხლებლად გამოიყენოთ. თანაც არჩევანი საკმაოდ დიდი გაქვთ: ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ზურმუხტის ან კობალტისფერი და კიდევ მრავალი - და ამ ჩრდილებს კონკრეტულ სამკაულის ტონალობას თუ შეუხამებთ, მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო შესახედი იქნებით.
ზუსტი ქართული შესატყვისი დღემდე ვერ მოვიძიე, მაგრამ ინგლისურად მას Fuchsia-ს, რუსულად კი- Фуксия-ს უწოდებენ, სახელი კი მოიისფრო წითელი ყვავილიდან მომდინარეობს. მოკლედ, ფერი ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია და ამ სეზონზე ერთობ აქტუალური: ვიზაჟისტები მას მაკიაჟში კომბინირებულად იყენებენ რუჟის, თვალის ჩრდილის და პომადის სახითაც.
ბუნებრივი მაკიაჟი სეზონის კიდევ ერთი გამოკვეთილი ტენდენციაა: იდეალური სახის ტონი ბუნებრივი მბზინვარებით, თოჯინის მსგავსად აპრეხილი წამწამები, ძალიან მსუბუქი ატმის ყვავილისფერი რუჟი ლოყებზე და უფერული მბზინავი ან კრემისფერი ფანქარი ტუჩებზე. აქცენტისთვის შეგიძლიათ წარბები ამოირჩიოთ: მოვლილი, სქელი სავარცხლით კარგად ავარცხნილი წარბები, რომლებიც გამჭვირვალი წარბების გელით შეგიძლიათ დაიფიქსიროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა