წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საგაზაფხულო სმუზები ორგანიზმის გასაჯანსაღებლად

ბლოგი:
აპრილი 05, 2018
ავტორი Anika
ცისარტყელას მსგავსი ფერად-ფერადი სმუზები ალბათ, ყველაზე მეტად გაზაფხულის სეზონს უხდება, როცა ნელ-ნელა იწყებს შემოსველას ნაირნარი ხილი და ბოსტნეული და როცა ორგანიზმს, ზამთრის ნაცრისფერი კლიმატისგან გადაღლილს, გამოფხიზლება და სასიცოცხლო ენერგიით ავსება ესაჭიროება. დღევანდელ პოსტში გაზაფხული სეზონური ხილისა და ბოსტნეულისგან მოსამზადებელ რამდენიმე სასარგებლო სმუზის მომზადების წესს გაგიზიარებთ, რომლებიც ერთდროულად გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლოა. უჯრედისით მდიდარი ხილი იდეალურია დასანაყრებლად, თუმცა მნიშვნელოვანია სმუზის მომზადებისას ინგრედიენტები ისე შევარჩიოთ, რომ კონკრეტული ხილი შესაბამის პროტეინთან (რძე, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ხაჭო ან პროტეინის ფხვნილი) და ჯანსაღ ცხიმთან (თხილეული, თხილის კარაქი, ავოკადო, მარცვლები) დავაბალანსოთ.

rainbow-smoothie-2

1. ცისარტყელას სმუზის მოსამზადებლად 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი, 1 ბანანი, 1 ჭიქა წყალი, ერთი ფორთოხლის წვენი,ნახევარი მანგო დარიჩინი, 1 კივი, 1/4 ავოკადო, 50-60 გრ. რომელიმე კენკრა, სურვილისამებრ ყინული. შვრიის ფანტელს, ბანანს, წყალს, ფორთოხლის წვენს და დარიჩინს ერთად დავაბლენდერებთ. მიღებულ მასას სამ თანაბარ ნაწილად გავყოფთ: პირველ ნაწილს კივის და ავოკადოს დავუმატებთ და ხელახლა დავაბლენდერებთ, მეორე ნაწილს მანგოს დავუმატებთ და ისე ვაბლენდერებთ, მესამეს კი წითელ კენრასთან ერთად გადავამუშავებთ. შემდეგ ცისარტყელას ხაზების მსგავსად მონაცვლეობით ჩავასხამთ ჭიქებში - რეალურად, 2 ულუფას მივიღებთ.

strawberry-banana-mango-lava-flow-1-18

2. მარწყვის და ბანანის სმუზი "ლავა". მის მოსამზადებლად 4-5 დიდი ზომის მარწყვი, 1/2 ჭიქა ქოქოსის რძე, 1/2 ჭიქა მაწონი, 1.5  გაყინული ბანანი, 1/2 მანგო, ცოტა ვანილი დაგვჭირდება. მარწყვს ვათავსებთ ბლენდერში და ერთგვაროვან მასამდე ვამუშავებთ. მიღებულ პიურეს ვასხამთ ჭიქაში. გამოვავლებთ ბლენდერს წყალს და შემდეგ სმუზის დარჩნილ ინგრედიენტებს ჩავყრით და გადავამუშავებთ კარგად. მიღებულ მასას ზემოდან დავასხამთ ჭიქაში არსებულ მარწყვის მასას და სმუზიც მზადაა.









მსგავსი ბლოგები