წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საინტერესო ტენდენციები მილანის მოდის კვირეულიდან

ბლოგი:
მარტი 06, 2014
ავტორი Anika
მოდის კვირეულები ყოველთვის ღირებულ ინფორმაციას გვაწვდიან ახალი სეზონის ტენდენციების შესახებ და ზოგადად, საინტერესო სიახლეების შესახებ. ახლა კი სწორედ ის დროა, როცა ხარბად შეგვიძლია დავეწაფოთ ასეთ სიახლეებს და გავარკვიოთ, რა იყო აქტუალური მოდის უმნიშვნელოვანეს ქალაქებში და რა სასარგებლო რჩევები შეგვიძლია ნივიღოთ წამყვანი ვიზაჟისტებისგან.

690x1035_1_d7f9c274cc5864a3f18cefb16646a40d@933x1400_0xd42ee42a_9035786941393301491

მოდით, დღეს მილანით დავიწყოთ, სადაც ვერცხლის და თეთრი ოქროს ტონალობის ჩრდილები ერთ-ერთი წამყვანი ტენდენცია იყო, ვიზაჟისტები კი ამ პალიტრის მეშვეობით თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებდნენ: ზოგან ქვედა ქუთუთო იყო ხაზგასმული, ზოგან smokey-eyes ვარიანტს ენიჭებოდა უპირატესობა, ზოგიერთმა კი თვალის შიდა ნაწილს გაუსვა ხაზი ამგვარი ჩრდილებით.

690x1035_1_1dc7bf6b3da4dc5697cbc994add8a770@933x1400_0xd42ee42a_4965179051393301766

ტუჩები კონტრასტულად მკაფიოდ წითელი ან ალუბლის ფერი პომადით იყო გამოყოფილი, დანარჩენი მაკიაჟი კი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. არჩევანს ასეთი ფერის ტუჩის საცხზე თუ შეაჩერებთ, არ დაგავიწყდეთ, ტუჩის კონტურის სათანადოდ გადასმა - მუქი ფერის პომადის შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანია.

690x1035_1_8ab92dcd9a559228c77cd5066c5c8fc0@933x1400_0xd42ee42a_429634791393302177

690x1035_1_d6501aaeda1612d37ea8717e8ed61673@933x1400_0xd42ee42a_12452027031393302191

ვინც ჩემზე ნაკლებ ზარმაცები ხართ თმის ვარცხნილობებთან მიმართებაში, ნაწნავის ახლებური ვერსიები აუცილებლად უნდა გამოსცადოთ: დრო, აშჯარად, ცოტა სჭირდება და განწყობასაც ახალისებს. თანაც, ჩემი აზრით, გაზაფხულის ამინდს და “ფრიალა” ქვედაბოლოებს განსაკუთრებით მოუხდება.

690x1035_1_f56b29f08ab587b64675681efdf4a61c@933x1400_0xd42ee42a_20008480841393302625

690x1035_1_10d00a16544bfd67abddec7a80e986a8@933x1400_0xd42ee42a_5615645431393302775

მანიკურს რაც შეეხება, მილანის ჩვენებებზე გამჭვირვალე, ღია კანისფერი და წითელი ფერის ლაქები სჭარბობდა - თქვენი არ ვიცი და წითელი ფერის ფრჩხილის ლაქი და პომადა, ჩემი კოსმეტიკის მუდმივი და განუყოფელი ნაწილია.

681x1024_0xd42ee42a_9321300131393321853

ახლა კი ჩემი ფავორიტი, Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ცნობილი ვიზაჟისტის პეტ მაკგრატის მიერ შექმნილი ზღაპრული მაკიაჟის შესახებ უნდა მოგიყვეთ. სახის იდეალური ტონალობის შესაქმნელად ვიზაჟისტმა Perfect Luminous Liquid Foundation სახის ცენტრიდან გვერდებისკენ გადაანაწილა. ჰაილაითერის სახით, მან უფრო ღია ფერის ტონალური საცხი გამოიყენა თვალების ირგვლივ, ცხვირზე, ყვრიმალებზე, შუბლზე და ნიკაპზე, ლოყების ჩავარდნილი ნაწილის ხაზგასასმელად კი “რუმიანა” ფერში nude.

681x1024_0xd42ee42a_2934346181393321859

თვალებზე Eyeshadow Quad «Desert 123»-ის პალიტრის ღია ფერები აქვს გამოყენებული, ხოლო ზემოდან კი Cream Eye Colour-ის კრემის ტექსტურის მქონე ერთფერიანი ჩრდილებიდან Innocence და Gold Dust-ის ფერები გადასმული. თვალის კონტურის ხაზგასასმელად ზედა და ქვედა ქუთუთოებზე, თვალის ცენტრიდან გარე კუთხემდე მსუბუქი ხაზის გასავლებად მაკგრატმა Crayon Intense გამოიყენა, ზედა ქუთუთოზე კი დამატებით Intense Liquid Eyeliner-ის მეშვეობით, უფრო გამოკვეთილი ხაზი გაავლო. ვიზაჟისტმა ზედა წამწამებზე Intenseyes Mascara შავი ფერის ტუში, ქვედაზე კი Passion eyes Mascara ყავისფერი ტუში გადაუსვა.

681x1024_0xd42ee42a_9915582261393321865

ახლა ტუჩებს რაც შეეხება - აქ ვიზაჟისტს Classic Cream Lipstick-ის თაფლისფერი ტუჩის საცხი აქვს გამოყენებული - მნიშვნელოვანია, რომ “შიშველი ტუჩების” ეფექტის მისაღწევად, მას პომადა ხელის თითებით აქვს წასმული ძალიან მსუბუქად. ტუჩის შუაგულში კი, დასასრულს ვიზაჟისტს Sheer Shine Gloss-ის ნახევრაგამჭვირვალე ტუჩის მბზინავი აქვს გამოყენებული Aqua-ს ფერში.



მომდევნო პოსტამდე,

ანიკა













მსგავსი ბლოგები