ბლოგი:
ნოემბერი 22, 2012
ავტორი Anika
ჯანმრთელ საკვებზე და დიეტურ კვების რეჟიმზე ხომ არაერთხელ გვისაუბრია. თმის გაჯანსაღებაზე და სასარგებლო ნიღბებზეც რამდენიმე საინტერესო პოსტი გვქონდა უკვე. დღეს ამ ორი თემის “მიქსი” მინდა შემოგთავაზოთ და ჯანმრთელი თმისთვის საჭირო საკვებზე მოგიყვეთ.
თმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პროტეინია, რასაც დიდი ოდენობით შეიცავს ორგული და ამიტომაც არის სასარგებლო თმისთვის. ამას გარდა, ორაგულის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები არანაკლებ დადებითად მოქმედებენ თავის კანის ჯანმრთელ მდგომარეობაზე.
ორაგულის გარდა, პროტეინების კარგი წყაროა კვერცი და რძის პროდუქტები. კვერცხი B12 ვიტამინს შეიცავს და თმის გარდა, ზოგადად ჩვენი სილამაზისთვისაც ძალიან სასარგებლოა.
იმისათვის, რომ თმები მსხვრევადი არ იყოს და საკმარისზე მეტი რაოდენობით არ დაგვცვივდეს, საჭიროა ორგანიზმა საკმარისი რაოდენობით ცინკი მიიღოს. ცინკის კარგი წყაროა თხილი, ნიგოზი, ქეშიუ. ცინკის გარდა, თხილეული B ჯგუფის ვიტამინებითაც არის მდიდარი.
არ ვიცი, ბოსტნეულისადმი ვის რა დამოკიდებულა გაქვთ, მაგრამ ბროკოლი და ისპანახი რომ თქვენი კვებითი რაციონის საუკეთესო დამხმარეა, ეს დანამდვილებით ვიცი. ყოველ შემთვევაში, მათი ჩართვა იდეალური არჩევანი იქნებოდა, ვინაიდან ბროკოლის და ისპანახის მუქი მწვანე ფოთლები დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც ჩვენი თმების ტენიანობას უზრუნველყოფს.
ზეითუნის ზეთი ვისაც გიყვართ, ძალიან სწორადაც იქცევით, ვინაიდან ის ჩვენს ორგანიზმს E ვიტამინის საჭირო რაოდენობით ამარაგებს. ასე რომ, გააგრძელეთ სალათების ზეითუნის ზეთით შეკაზმვა.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში საკმარისი, უფრო სწორად, დიდი რაოდენობით წყლის დალევა. ხომ გახსოვთ ოქროს წესი: საშუალოდ 1.5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში. ორგანიზმის გაუწყლოვანება, რომელიც ძალიან ნელ-ნელა და შეუმჩნევლად შემოგვეპარება ხოლმე, ყველაფერთან ერთად, თმის მდგომარეობაზეც ძალიან ცუდად აისახება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა