ბლოგი:
დეკემბერი 05, 2014
ავტორი Anika
საკუთარ თავზე ზრუნვისას ყველაზე დიდ ყურადღებას ქალები მაინც სახის კანის მოვლას ვუთმობთ, არა?! მართალია, ზოგისთვის კატრინ დენევივით სქელი და ჯანსაღი თმა, ზოგისთვის იდეალურად მოწესრიგებული და ლამაზი ფრანგული მანკურით დასრულებული ფრჩხილები, ზოგისთვის კი საერთოდაც სხეულის კონკრეტული ზონის მოვლაა ამოსავალი წერტილი, მაგრამ სახის მოვლა მაინც ყველაზე დიდი "თავსატეხი" მგონია. რამდენ ძალისხმევას ვხარჯავთ იმაზე, რომ ზედმეტად ცხიმიანი ზონები გავანეიტრალოთ, კანი სათანადოდ გავიწმინდოთ, დავიტენიანოთ, მზის მავნე ზემოქმედებისგან დავიცვათ, ცალკე თვალის ირგვლივ არსებულ სუპერსენსიტიურ ზონას მოვუაროთ, ღამის სპეციალური საშუალებები გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ კანის უჯრედებმა ძილის დროს მაქსიმალურად მოახერხონ რეგენერაცია, კვირაში ერთხელ ან 2-ჯერ ნიღბებით გავიწმინდოთ - მოკლედ, ვინ მოთვლის საზრუნავს. თუმცა, ეს ყოველივე ძალისხმევა და გაწეული დანახარჯი (ეხუმრებით, ამდენი პროდუქტის შეძენას?!) სრულიად ფუჭი იქნება, თუ კანს შიგნიდან, ორგანიზმიდან არ მოვუვლით სათანადოდ, რაც გონივრულ და ზომიერ კვებას და დღის განმავლობაში 2 ლიტრი სითხის მიღებას გულისხმობს. როგორ ვიზრუნოთ კანის სილამაზეზე კვების მხრივ? გიზიარებთ ნუტრიციოლოგების რჩევებს ამასთან დაკავშირებით.
- რძის პროდუქტების მოყვარულებს (მეც თქვენ შორის ვარ) იმედებს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ რძის პროდუქტები არასასურველი პროდუქტების სიაში პირველია. თუ თქვენ რძეს, ხაჭოს, მაწონს, კვერცხს საკმაო რაოდენობით მოიხმართ, მაშინ დიდად ნუღარ იდარდებთ, თვალის უპეების სიშავეებთან მებრძოლი ძვირადღირებული საცხები თუ ნაკლებ ეფექტური ან საერთოდაც არაეფექტური აღმოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი მეცნიერები სწორედ ამას ამბობენ: რძის პროდუქტებმა შესაძლოა თვალის ირგვლივ სიშავის პროვოცირება მოახდინოს.
- ვინც გლუტენის შემცველ პროდუქტებს (მაკარონი, ბურღულეული, პური, ტკბილეული, მაიონეზი, სოიოს სოუსი) სისტემატურად მოიხმართ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული პროდუქტების დიდი რაოდენობით გამოყენება არამხოლოდ კვებითი ალერგიების და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს, არამედ სახის და თვალის უპეების შეშუპებაც გამოიწვიოს.
- ხშირად მიირთვით ორაგული, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით და საოცრად დადებით გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. გეცოდინებათ, ალბათ, რომ ომეგა-3 სისტემატური გამოყენება დადებითად აისახება თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობაზე.
- რაც შეეხება ბოსტნეულს, აქ ნუტრიცილოგები ჩემპიონებად ასახელებენ ბროკოლის და სტაფილოს. პირველ რიგში, ეს ბოსტნეული დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც კანის დაბერებასტან ბრძოლისთვის საუკეთესოა. მეორე, სტაფილო კაროტინს შეიცავს, რომელიც არაჩვეულებრივია იდეალური კანის ფერისთვის.
მომდევნო პოსტამდე,
ანილა