We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საკვები პროდუქტები, რომლებიც არ უნდა გავაცხელოთ

_from blog_:
_April_ 02, 2016
_by_ Anika
დღევანდელ დღეს, მომუშვე ადამიანისთვის, რომელიც საშუალოდ 8 საათს ატარებს დღის განმავლობაში ოფისში, სახლიდან მზა საჭმლის წაღება საკმაოდ მოსახერხებელი რამაა: ასე დროს და იმავდროულად კაფე-რესტორნებში ლანჩზე დასახარჯ თანხასაც დაზოგავთ.  ლოჯისტიკა საკმაოდ მარტივია: წინა ღამით საკვების კონტეინერში ვათავსებთ მეორე დღეს ოფისში წასაღებ საჭმელს, სამსახურში მისვლისთანავე მაცივარში ვათავსებთ, სადილამდე მიკროღუმელში ვდგამთ, ვაცხელებთ და სადილიც მზადაა. აი, მიკროტალღური ღუმლის ნაწილი ყველაზე სენსიტიური და საფრთხილოა: ყოველგვარი საკვები არ ექვემდებარება შეცხელებას, მათში არსებული ბაქტერიის გაცხელებისადმი რექაციის ან გაცხელების პროცესში ცილების დაშლის გამო.

1. ქათამი - ქათმის, ისევე როგორც სხვა ფრინველის ხორცი, კვერცხის მსგავსად გარკვეული დოზით დაბინძურებულია სალმონელასგან. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია მიკროტალღური ღუმლის შემთხვევაში, როდესაც ტალღები საკვების ყველა მონაკვეთს თანაბრად არ ხვდება და შესაბამისად, ზოგი ნაწილი უფრო სწრაფად ცხელდება, ვიდრე დანარჩენი. ამას გარდა, ზოგადად ქათმის გაცხელება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან გაცხელებისას ცილები იმგვარად იშლება, რომ შედეგად კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი შესაძლოა გამოიწვიოს.

2. ბრინჯი - აქ გადამწყვეტი ბრინჯის შენახვის ეტაპია: თუ ბრინჯი ოთახის ტემპერატურაზე ინახებოდა, მაშინ სპორა გამრავლდება და შესაძლოა მომწამვლელი ნივთიერება გამოიმუშავოს, რაც შედეგად კვებით ინტოქსიკაციას გამოიწვევს. ბრინჯის გაცხელება ამ პრობლემას კიდევ უფრო დაამძიმებს.

spinach-horiz-640

3. სოკო - სოკოში შემავალი ცილები ადვილად ნადგურდება ენზიმების და მიკროორგანიზმების მიერ, როგორც საკვების ევროპის საინფორმაციო საბჭო აცხადებს. თუ სოკოს სწორად არ შევინახავთ, ასეთ შემთხვევაში სოკო სწრაფად ფუჭდება და გაცხელება დაივიწყეთ, ხოლო თუ მას მაცივარში შევინახავთ არაუმეტეს 24 საათით, მაშინ სოკოს შეცხელება პრობლემას არ წარმოადგენს.

4. ისპანახი და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული - ისპანახი და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული დიდი რაოდენობით ნიტრატებს შესაძლოა შეიცავდნენ (გააჩნია, სად და რა პირობებშია ბოსტნეული მოყვანილი). თავისთავად ნიტრატი მავნებელი არ არის, მაგრამ ის შესაძლოა ნიტრიტად და შემდეგ ნიტროსამინად გადაიქცეს, რომელთა ნაწილი კანცეროგენულია და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_