We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საკვები პროდუქტების წარუმატებელი კომბინაციები

_from blog_:
_June_ 20, 2017
_by_ Anika
მაღალი კალორიულობით გამორჩეული, დაბალკალორიული, უარყოფითი კალორიულობის გამო ყველასათვის საყვარელი საკვები პროდუქტები, პროდუქტები, რომლებიც ცხიმების წვას უწყობს ხელს - მათ შესახებ მეტნაკლებად ყველას გვაქვს წარმოდგენა. როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა ტიპის საკვები კომბინაციებია არასასურველი ჩვენი ორგანიზმისთვის და შესაბამისად, რა არ უნდა მივირთვათ ერთდროულად, რის შესახებაც დღევანდელ ბლოგ-პოსტში მოგიყვებით და ექიმი-დიეტოლოგების რეკომენდაციებს გაგიზიარებთ.

ნაყინი და გაზიანი სასმელი - ცხელ სეზონზე გასაგრილებლად მირთმეულ ნაყინს წყურვილის მოსაკლავად ხშირად სითხეს ვაყოლებთ ხოლმე და თუ ეს სითხე რომელიმე პოპულარული გაზიანი სასმელი აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. მეტიც, ასეთი მიქსი ქიმიური აფეთქების ტოლფასია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის: მუცლის შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში დისკომფორტს შეგიქმნით.

მურაბა ხაჭოსთან ან მაწონთან ერთად - გამოგიტყდებით და ჩემი საყვარელი კომბინაციაა, რომელსაც როგორც გავარკვიე, უნდა გამოვემშვიდობო. ნებისმიერ ტკბილი საკვები ცილოვან საკვებთან ერთდა კუჭში მოხვედრისას დუღილის პროცესს იწვევს. შედეგად ვიღებთ მუცლის შებერილობას, კუჭში სიმძიმის შეგრძნებას და მეტეორიზმს.

700x467_0xd42ee42d_2663711831435877198

შაქრიანი ფაფა - ამ შემთხვევაში, ხაჭოს და მურაბის კომბინაციისგან განსხვავებით, ეს დუეტი უმნიშვნელოზე მეტ პრობლემას გამოიწვევს კუჭში. საქმე იმაშია, რომ ბურღულეულის უდიდესი ნაწილი, რომელთაგანაც ფაფებს ვამზადებთ, 70-80% სახამებლისგან შედგება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გლუკოზად გარდაიქმნება. ამდენად, ფაფაშ თუ შაქარს ვუმატებთ, ორგანიზმში გლუკოზის მიწოდების ერთჯერად დოზას მნიშვნელოვნად ვზრდით, ეს კი თავის მხრივ, ჭარბი წონის და დიაბეტის ერთ-ერთი გამომწვევი შეიძლება გახდეს.

თაფლი ცხელ სასმელში - თაფლის გაცხელება 40 გრადუსზე ზემოთ არ არის რეკომენდებული რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო: თაფლში არსებული ფერმენტები და ბაქტერიოციდული ნივთიერებები მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებენ და იშლებიან; თაფლის გაცხელების შედეგად წარმოიქმნება ოქსიმეთილფურფუროლი, რაც ერთ-ერთი კანცეროგენად ითვლება.

ნესვი ნებისმიერ სხვა საკვებთან ერთად - მართალია, ეს არომატული და ტკბილი ხილი საკმაოდ მდიდარი ფერმენტებით, მაგრამ სწორედ ამ ფერმენტების დამსახურებაა ის, რომ ნესვი რელურად მხოლოდ დამოუკიდებლად მისართმევი ხილია.

_OTHER BLOGPOSTS_