We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საკვები, რომელიც სტრესის დაძლევაში გვეხმარება

_from blog_:
_November_ 15, 2014
_by_ Anika
სტრესის დროს ყველაზე ხშირად რას ვაკეთებთ? თვალი ტკბილეულის, ცომეულის და ზოგადად, ნახშირწყლებით და შაქრით გაჯერებული საკვებისკენ გაგვირბის. ხომ გეცნობათ ის გრძნობა, მოხარშული კრემით დამზარებულ ერთ ნაჭერ ნამცხვარს ნახევარ სამეფოში რომ გაცვლიდით?! უფფ, რამდენიც გინდა. მაგრამ სამეფოს დაკარგვასთან ერთად, ასეთ სიტუაციებში კიდევ ერთი დიდი რისკია: ზედმეტი კილოგრამები, დავიწროებული ტანსაცმელი და შედეგად, მომაკვდინებელი სინდისის ქენჯნა. ხსნა არსებობს და ეს ხსნა გარკვეული კატეგორიის საკვების მიღებაშია, რომელიც ნახშირწყლებსაც შეიცავს, კარგ გუნება-განწყობაზეც დაგვაყენებს და ჩვენს წონაზეც არ აისახება უარყოფითად.

შვრია თაფლით და დარიჩინით - სახელწოდება უკვე კარგად ჟღერს. შვრიის ფაფის ცხელი ულუფა ორგანიზმს საკმარის ნახშირყლებსაც მიაწვდის და დადებითადაც აისახება „კარგი განწყობის ჰორმონ“ სეროტონინზე. და ვინაიდან შვრია ნელა მოსანელებელ უჯრედისს შეიცავს, ამდენად, ის უეცარი შიმშილის გრძნობას არ გამოიწვევს გარკვეული დროის შემდეგ, როგორც ეს ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს სჩვევია. დაუმატეთ შვრიას დარიჩინი (როგორც ამბობენ, ის ფრუსტრაციის მდგომარეობას ამსუბუქებს) და ერთ ჩაის კოვზი თაფლი (ტკბილის მოთხოვნილებას დაგიკმაყოფილებთ და იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ).

შავ შოკოლადში ამოვლებული ნუში - ნუშის შემცველი შავი შოკოლადი ერთხელ მაინც გექნებათ დაგემოვნებული და თუ ეს ასეა, მაშინ ამ დროისთვის თქვენ შოკოლადის და თხილეულის ამგვარი კომბინაციის დიდი თაყვანისმცემელი უნდა იყოთ. შავი შოკოლადი რომ სტრესის ჰორმონს ამცირებს, ეს უკვე არაერთგზის არის დადასტურებული კვლევებით. თუმცა, შეიძლება არ იცოდით, რომ ენერგიის მომცემი ცილებით და ჩვენთვის სასარგებლო მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი ნუში ასევე ამცირებს დეპრესიას და უგენებობას.

detail-chocolate-almonds

თხილეული და მარცვლეული - ფსტა, ქეშიუ, ნუში, ნიგოზი და გოგრის თესლები საოცრად მდიდარია უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით და უჯერი ცხიმ-მჟავებით და ამასთად, არტერიული წნევის დარეგულირებასაც უწყობენ ხელს. კვლევების თანახმად, ნიგოზში შემავალი ომეგა-3 ცხიმ-მჟავები დეპრესიული განწყობის შემსუბუქებას უწყობს ხელს, ქეშიუში და ნუშში შემავალი სელენიუმი - განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, ხოლო გოგრის თესლში შემავალი ტრიპტოფანი კი ტვინს სეროტონინის გამომუშავებაში ეხმარება.

yogurt-with-berries

მაწონი კენკრით - მაწონი გენიალური არჩევანია. ის არაჩვეულებრივი წყაროა კალციუმის და ცილებისთვის, რომლებიც ორგანიზმს „კარგი განწყობის“ ნეიროგადამცემების გამოსამუშავებლად ესაჭიროება. ტკბილის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ანტიოქსიდანტების და C ვიტამინის მისაღებად მაწონს კენკრა დაუმატეთ.

green_tea_pyramid

მწვანე ჩაი - L-თეანინი - ამინო-მჟავა რომელსაც მწვანე ჩაი დიდი ოდენობით შეიცავს - ძალიან ეფექტურია სიმშვიდის და რელაქსაციისთვის. ამას გარდა, მწვანე ჩაი კოფეინსაც შეიცავს, ასე რომ ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი მოგაფხიზლებთ კიდევაც და ემოციურად მშვიდ მდგომარეობაშიც გამყოფებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_