ბლოგი:
მაისი 08, 2015
ავტორი Anika
ჩვენი ყოველდღიურობა და სტრესი უნდა განუყოფელ ცნებებად იქცა: სტრესი უკვე სამსახურთან, ოჯახთან თუ ზოგადად, სოციალურ სივრცესთან დაკავშირებული ურთიერთობების აუცილებელი კომპონენტია. და ვინაიდან ის უამრავი დაავადების გამომწვევ ფაქტორებში დაწინაურებულ პოზიციაზეა, ამიტომაც, მნიშვნელოვანია სისტემატურად ვიზრუნოთ სტრესის გაუვნებელყოფასა და მის მინიმუმამდე დაყვანაზე. ამ საქმეში თავისი წვლილი შესაბამის კვებას და კონკრეტულ საკვებ პროდუქტებსაც შეაქვთ, რომელთა შესახებაც დღეს მოგიყვებით: ექიმების თქმით, სტრესის დროს მათი მიღება სტრესის ხარისხს ამცირებს, სისხლში შაქრის დონის დარეგულირების თუ სტრესული მდგომარეობისადმი თქვენი ემოციური რეაქციის დასტაბილურების გზით. მოდით, გავეცნოთ ამ ჩამონათვალს.
1. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული - ასეთი ბოსტნეული, მაგალითად, ისპანახი, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც დოპამინს (ადამიანის ტვინში ერთგვარი სიამოვნების გამომწვევი ნივთიერება) გამოიმუშავებს, ეს უკანასკნელი კი სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება.
2. ინდაურის გულ-მკერდი - იცოდით, ინდაურის ხორცი ტრიპტოფანს რომ შეიცავს?! როგორც ირკვევა, ცილოვან პროდუქტებში შემავალი ეს ამინო-მჟავა სეროტონინის გამომუშავებაში გვეხმარება, სეროტონინი კი ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნების დარეგულირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, როგორც ექიმები ამბობენ, ტრიპტოფანს თავის მხრივ, სიმშვიდის მოგვრის ეფექტიც აქვს. ინდაურის გარდა, ტრიპტოფანს დიდი ოდენობით შეიცავს თხილეული, მარცვლეული, თევზი, ტოფუ, შვრია, კვერცხი და ბარდა.
3. შვრია - ობიექტური ჭეშმარიტებაა, რომ სტრესის დროს შიმშილის და სუსნაობის შემოტევა რომ მოგეძალებათ, პირველი თავში ტკბილეული, ცომეული, მოკლედ, ნახშირწყლები მოგდით (უფ, ახლა მწვანე ფოთლების სალათი მჭირდებაო, სავარაუდოდ, არავის მოუვა თავში). სპეციალისტები გვირჩევენ, ამ დროს ნახშირწყლებზე სრულად არ ვთქვათ უარი, ვინაიდან გარკვეულწილად ნახშირწყლებიც ეხმარებიან სეროტონინის გამომუშავებაში. მოკლედ, მიირთვით ნახშირწყლები, მხოლოდ არჩევანი რთულ ნახშირწყლებზე შეაჩერეთ, როგორიცაა შვრია.
4. ორაგული - სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას, ადრენალინის და კორტისოლის - იგივე მღელვარების ჰორმონები - მაჩვენებელი ადვილად მატულობს ორგანიზმში. ორაგულში შემავალი ომეგა-3 ცხიმ-მჟავები კი ამ სტრესის ჰორმონების "დაწყნარებაში" შეიძლება დაგვეხმარონ.
ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, სტრესთან მებრძოლ არსენალს მიეკუთვნება ასევე მოცვი, შავი შოკოლადი, ავოკადო, ფსტა, რძე, მარცვლეული (სელის მარცვლები, გოგრის თესლი, მზესუმზირის მარცვლები).
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა