We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საკვების 4 ყველაზე ხელსაყრელი კომბინაცია

_from blog_:
_February_ 26, 2016
_by_ Anika
ჩვენი ჯანმრთელობისთვის და წონაში ჯანსაღად დასაკლებად უმნიშვნელოვანესია ისე ვიკვებოთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას და საჭმლის ეფექტიან მონელებას. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი პრებიოტიკებით და პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღება, გადამუშავებული სახამებლის, გადამეტებული შაქრის და გადამუშავებული საკვების საკვები რაციონიდან ამიღებაა. თუმცა, ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების სწორი კომბინაცია.

საკვების ეფექტიანი კომბინირებისთვის საჭიროა გარკვეული პროდუქტების ერთდროულად მიღება - ასე ოპტიმალურ საჭმლის მონელებას შევუწყობთ ხელს, ხოლო თუ კონკრეტული საკვების კომბინაციებს ავირიდებთ თავიდან, მაშინ პრობლემებსაც ადვილად ავიცილებთ თავიდან.

საკვების არასწორი კომბინაციის გამო მოუნელებელი საჭმელი საჭმლის მომნელებელ სისტემაში რჩება და შედეგად ვიღებთ შებერილობას, მეტეორიზმს, დაღლილობასა და ტოქსინების დაგროვებას. ხოლო თუ ამ კომბინირების "ოქროს წესებს" დავიცავთ, ეს ძალიან დაგვეხმარება არამხოლო წონაში კლებაში, არამედ ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც და თავსაც კარგად ვიგრძნობთ.

1. ხილი მივირთვათ განცალკევებულად, ყოველგვარ სხვა პროდუქტთან კომბინაციის გარეშე. ხილის მირთმევა იდეალურია საკვების მიღებებს შორის - ერთადერთი გამონაკლისია საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ლიმონი და ლაიმი, რომლების სხვა საკვებთან კომბინაცია სრულიად უსაფრთხოა.

2. ცხიმი მხოლოდ უსახამებლო ბოსტნეულთან ერთად გამოვიყენოთ. ავოკადოს, ზეითუნის, მარცვლეულის და თხილეულისგან მიღებული ზეთი ყველაზე კარგი არჩევანია. მცირე ოდენობის არარაფინირებული ცივი დაწურვის ზეთები ნებისმიერ ბოსტნეულს შეიძლება შევუთავსოთ.

3. საკვების ერთ მიღებაზე თავი შეიკავეთ რამდენიმე განსხვავებული პროტეინის მიღებისგან. არახელსაყრელია სტეიკის და კვერცხის, ქათმის და ლობიოს მარცვლეულის კომბინაციები.

4. თავი შეიკავეთ სახამებლის და პროტეინების კომბინაციისგან. ბრინჯის და ქათმის, პასტას და რძის პროდუქტების/ხორცის კომბინაცია არ არის სასურველი.

გავითვალისწინოთ, რომ პარკოსნები და ლობიოს მარცვლეული თავისი სტრუქტურით ცილების და სახამებლის კომბინაციაა, რის გამოც მათი მონელება ხშირად საკმაოდ რთულია. ამიტომაც, რეკომენდებულია მათი მცირე ულუფით მირთმევა, შესაბამისად დალბობის შემდეგ და უსახამებლო ბოსტნეულთან კომბინაციაში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_