წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საკვების მიღების დრო და წონაში კლება

ბლოგი:
მარტი 27, 2014
ავტორი Anika
არაერთხელ მომისმენია წონაში დაკლების მსურველებისგან შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკვების მიღების დრო:”6 საათის შემდეგ რომ არ ვჭამო, ხომ დავიკლებ წონაში?!” ან “ამბობენ, 18 საათიანი შუალედი სწრაფად ახდუნებსო და ნეტა მართალია?!” მოდით, მკითხაობას შევეშვათ და შევეცადოთ კომპეტენტური პასუხები, კომპეტენტური ადამიანებისგან მივიღოთ. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ამერიკელი ექიმების რჩევებს და რეკომენდაციებს გაგიზიარებთ ჯანსაღი კვების რეჟიმთან და წონაში კლებასთან დაკავშირებით.

ზემოთ დასმულ შეკითხვაზე ექიმების მოკლე და კონკრეტული პასუხი ასე ჟღერს: დიახ, ჯანსაღი კვების ამოსავალი წერტილი სწორედ რომ საკვები მიღების დროა.

მართალია, მიღებული საკვების კალორიულობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთია და არ იცვლება, თუმცა, საკვების მიღების დროს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტაბოლიზმზე და შესაბამისად, ხელი შეუწყოს წონაში კლებას ან წონაში მატებას. “სხეულის წონის კონტროლი საკმაოდ რთული რამაა და დამოკიდებულია ტვინის, ჰორმონების და ნეიროგადამცემების ურთიერთობაზე მეტაბოლურ პროცესებთან”, ამბობს ექიმი კლაინერი. და თუ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელიმე “ჩათვლის”, რომ დღის განმავლობაში თქვენ მცირე რაოდენობის კალორიები მიიღეთ, მაშინ მეტაბოლიზმი ნელდება, მადა იზრდება და წონაში კლება ამ შემთხვევაში შენელდება.

ამიტომაც, აუცილებლად მიირთვით საუზმე! იდეალურ ვარიანტში, თქვენ გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა ისაუზმოთ. ხოლო, თუ საუზმემდე წყალსაც მიიღებთ, ეს თქვენი მეტაბოლიზმისთვის დამატებით კეთილი საქმე იქნება. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი დრო გავა გაღვიძებიდან საუზმემდე, მით უფრო შენელდება კალორიების წვის პროცესი!

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი - შეეცადეთ, რომ კვებებს შორის 3 საათზე მეტი დრო არ გავიდეს. ეს დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაში დაგეხმარებათ, შედეგად კი მეტაბოლიზმი სათანადოდ იფუნქციონირებს და ენერგიასაც საკმარისი რაოდენობით მიიღებთ. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი ბოლო საკვების მიღება მზის ჩასვლამდე უნდა მოხდეს. როგორც ექიმი ჯასთისი აღნიშნავს, ის პაციენტები, რომლებიც საღამოს 7.30-ის შემდეგ საკვებს აღარ იღებენ, მომდევნო დღეს გაცილებით პროდუქტიულები არიან და მეტ ენერგიას იღებენ. ზოგადად, მეტაბოლიზმის დღის 4.00 საათისთვის იწყებს შენელებას და ყველაზე დაბალ ნიშნულს ღამით აღწევს, როცა ჩვენ გვძინავს.

მოკლედ, მკაცრად გაწერილი იდეალური კვების რეჟიმი არ არსებობს, რომელიც წონაში კლების გარანტი იქნებოდა. მაგრამ, თუ თქვენ წონაში დაკლება გაქვთ განზრახული, უმჯობესია ნოყიერი საკვები დღის პირველ ნახევარში მივიღოთ, ხოლო დღის მეორე ნახევრისთვის კი მსუბუქი ულუფები შემოვინახოთ. თუ თქვენ ჯანმრთელი და ნოყიერი საუზმის მირთმევას შეეჩვევით, დღის განმავლობაში მადის გაკონტროლება და წონის რეგულირება, გაცილებით გაგიადვილდებათ. მიმდევნო პოსტამდე, ანიკა

მსგავსი ბლოგები