წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სამდღიანი დეტოქს-დიეტა

ბლოგი:
აგვისტო 26, 2012
ავტორი Anika
ადრეც მითქვამს, მკაცრ და ბრუტალურ დიეტებს და შიმშილის მეთოდიკას არ ვაღიარებთქო, მაგრამ ექსპრესს-დიეტა - უფრო სწორად გამწმენდ-გამაჯანსაღებელი დიეტა - რომელიც დღეს მინდა გაგიზიაროთ, არც ისე დაუნდობელია და დიდ შიმშილსაც არ გულისხმობს.

საერთოდ, ნებისმიერი ტიპის დეტოქს დიეტა საკვების ნაკლები მრავალფეროვნებით და მცირე ულუფებით გამოირჩევა. სამაგიეროდ სამი დღის შემდეგ ორგანიზმი დაგროვილი და შლაკების და ტოქსინებისგან თავისუფლდება და თქვენც თავს გაცილებით მსუბუქად და ჯანმრთელად იგრძნობთ - ასე გვარწმუნებენ სპეციალისტები.

მოკლედ, ამ დეტოქს-დიეტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკვებს მიიღებთ მცირე ოდენობით, სითხეს დალევთ დიდი ოდენობით და შეეცდებით შეძლებისდაგვარად მოსვენებულ მდგომარეობაში იყოთ.

რას ვაკეთებთ? - დიეტის მსვლელობისას რაციონიდან უნდა ამივოღოთ ნახშირწყლები, ალკოჰოლი, ხორცი, რძის პროდუქტები, ყველი, კარაქი, პურ-ფუნთუშეული, რაფინირებული შაქარი, შემწვარ-მოხრაკული, ყავა, ჩაი (დასაშვებია მწვანე ჩაი). მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მარილი და სანელებლები. მივირთვათ ახალი ხილი, ბოსტნეული, მცირე ოდენობით თეთრი თევზი და ტოფუ.



დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ 5 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით მუცლის მასაჟი შევასრულოთ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე 3-5 წუთის განმავლობაში ღრმად ჩავისუნთქოთ ცხვირიდან და ამოვისუნთქოთ პირიდან - ასეთი სუნთქვა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ორგანიზმს დიდი რაოდენობით ჟანგბადს აწვდის.

ახლა კი სამდღიან რაციონზე გადავიდეთ:

საუზმე - ახლადგამოწურული სტაფილოს და ვაშლის წვენი; უკოფეინო ყავა ან მწვანე ჩაი

სადილი - ვაშლი ან ფორთოხალი; ბოსტნეულის სალათი; ყავისფერი ბრინჯი ან წიწიბურა ბოსტნეულის სუპთან ერთად

ვახშამი - 300 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული; 50 გრამი ტოფუ ან 100 გრამი გრილზე მომზადებული თეთრი თევზი.

სადილსა და ვახშამს შორის მიირთვით ერთი მუჭა ნიგოზი ან თხილი.

სითხეს რაც შეეხება, ხილის და ბოსტნეული ახლადგამოწურული წვენების გარდა, გვირჩევენ, სამი დღის განმავლობაში ვაშლის ძმრით გაზავებული (3 სუფრის კოვზი ერთი ლიტრ წყალზე) მინერალური წყალი მივიღოთ, შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით.

ეს დეტოქსი ჯერ არ მიცდია, მაგრამ ვფიქრობ, შედარებით მშვიდ უქმეებს დავამთხვიო და პარასკევი დღიდან დავიწყო - მგონი, ასე ყველაზე რაციონალური იქნება. რეზულტატებს აუცილებლად გაგიზიარებთ და თუ ჩემამდე, რომელიმე თქვენგანი მოასწრებს განტვირთვას, გთხოვთ, მოგვწერეთ ანიკას ბლოგზე.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები