ბლოგი:
მაისი 24, 2012
ავტორი Anika
მამაჩემს სარეცხი საპონი დღემდე უნივერსალურ დასაბან საშუალებად მიაჩნია: ტანისთვის, სახისთვის და თმისთვისაც კი. მამასნაირი რადიკალი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დღეს სახის დასაბან საპნებზე მინდა გესაუბროთ, რომელთაც საპატიო ადგილი უკავიათ არაერთი წამყვანი კოსმეტოლოგიური ბრენდის ასორტმენტში.
ჩვეულებრივი საპნისგან განსხვავებით, სახის საპონი უშუალოდ სახის კანის სპეციფიკაზეა აგებული და კონკრეტული პრობლემების დაძლევაზე არის მიმართული. რაც მთავარია, ასეთი საპონი არ აზიანებს კანის დამცავ საფარს და ონკანის წყლისთვის დამახასიათებელი გამოშრობისგანაც შეუძლია კანის დაცვა. არჩევანი მრაფალფეროვანია: ზოგიერთი სახეობის საპონი კანის ფორებს ავიწროებს, ზედმეტ ცხიმს აშორებს და დეზინფიცირების უნარი გააჩნია, ზოგიც კი გაღეზიანებას აქრობს და კანს ამშვიდებს.
Pain de Toilette Facial, Sisley
თუ სილამაზის ექსპერტებს დავუჯერებთ, სახის საპნების შემადგებლობაში, როგორც წესი, მცენარეული ინგრედიენტები შედის (მაგალითად, პალმის, ქოქოსის, რაფსის ზეთები). მშრალი კანისთვის განკუთვნილი საპნები, კანის დასარბილებლად, დამატებით კარიტეს, ნუშის და კაკაოს ზეთებს შეიცავენ. კომბინირებული და ცხიმიანი კანის შემთხვევაში, აქცენტი საპნის ანტიბაქტერიულ მოქმედებაზეა გადატანილი, რომელიც იმავდროულად ამქერცლავ და დამამშვიდებელ კომპონენტებსაც შეიცავს - მაგალითად, ვარდის ხის ეთერზეთს, კალენდულას და გვირილის ექსტრაქტებს. თუმცა, ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების საპონს ერთი რამ აერთიანებს: ყველა მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი კომპონენტი - E ვიტამინი, გლიცერინი, რძის პროტეინები.
Ultra Rich Face Soap, L'Occitane
მოხმარების წესი იგივეა, როგორც სახის დასაბანი გელის შემთხვევაში: ვიბანთ დილა-საღამოს. ჩვეულებრივად, ხელში ავაქაფებთ და შემდეგ წრიული მოძრაობებით წავისვამთ სახეზე, თვალების კონტურის გამოკლებით. ზედმეტად ცხიმიანი T- ზონის შემთხვევაში, სპეციალისტები ამ ზონების სპეციალური ჯაგრისით დაბანას გვირჩევენ. სახის ჩამობანის შემდეგ, ჩვეულებისამებრ დამატენიანებელ კრემს გადავისვამთ.
Facial Cleansing Bar, Vitamin E, The Body Shop
არ მინდა გამომრჩეს რამდენიმე საინტერესო ნიუანსი, რის შესახებაც ექსპერტები გვაფრთხილებენ. პირველი ის, რომ არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ საპონი თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად. მეორეც ის, რომ საპნისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ სუნს არ შევუშინდეთ: იმის გამო, რომ საპონი პარფიუმერულ დანამატებს არ შეიცავს, ხშირ შემთხვევშო. სურნელიც დიდად მომხიბვლელი არ აქვს ხოლმე. და მესამე - საპონი თავდახურულ, მშრალ და ჰერმეტულ სასაპნეში შეინახეთ, რომ არ გამოშრეს და სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. ასე საპონი გაცილებით მეტ ხანს გეყოფათ და დაბანის პროცესიც უფრო ჰიგიენური იქნება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა