We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სასაჩუქრე ნაკრები ახალი წლისთვის

_from blog_:
_December_ 30, 2012
_by_ Anika
დღეს ქალაქში მანქანით რომ გავედი, მივხვდი, რომ წინასაშობაო (თუ საახალწლო) სამზადისი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. საახალწლო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტების მომარაგება, დეკორაციებზე ზრუნვა და ყველაზე რთული და გონებისსაჭყლეტი, მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შერჩევა.

საქმეს გაგიმარტივებთ და შემოგთავაზებთ, რომ ქალის საჩუქრის ადრესატის შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საჩუქარი სილამაზის ნაკრებია. შემჩნეული გექნებათ, ალბათ, თქვენს სილამაზის სალონში თუ სხვადასხვა პარფიუმერულ ქსელში ლამაზად შეფუთული რამდენიმე პროდუქტისგან შემდგარი სასაჩუქრე ნაკრებები. ყველაზე მრავალფეროვანი და ვიზუალურად გალამაზებული, როგორც წესი, საახალწლო ნაკრებებია ხოლმე. დღეს რამდენიმე ასეთ ნაკრებს შემოგთავაზებთ ალტერნატივად.



Loreal-ის ნაკრები Mythic Oil დაუმორჩილებელი თმებისთვის არის განკუთვნილი და მასში თმის ზეთი Mythic Oil Rich Oil, და შამპუნ/ბალზამი Absolut Repair Cellular შედის.

მსხვილბიუჯეტიან მყიდველებს La Prairie Caviar Vintage-ის ნაკრებზე შეუძლიათ არჩევანის გაკეთება (Skin Caviar Luxe Cream, Skin Caviar Crystalline Concentre, Skin Caviar Luxe Eye Lift Cream, Life Threads Ruby ტყავის შეფუთვაში).



სააბაზანე პროცედურების მოყვარულებს განსაკუთრებულ სიამოვნებას სთავაზობს Yves Rocher “კარამელის ვაშლის” ტანის ექსფოლიანტის და საცხის სახით. გარდა ამისა, ტანის მოსავლელად განკუთვნილი რძის საინტერესო ნაკრები აქვს Biotherm-ს, სადაც ტანის რძე, შხაპის რძე და ხელი საცხი შედის.



ზამთრის პერიოდში სახის მოვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები აქვს, ჩემი აზრით, Clinique-ს, რომელიც გვთავაზობს სახის დამატენიანებელ საცხს Moisture Surge, თვალის შრატს All About Eyes, და ტუჩის დამატენიანებელ ბალზამს Superbalm Moisturizing Gloss.



და ბოლოს, მამაკაცებისთვის მდიდრულად სურნელოვანი ნაკრები აქვს Calvin Klein-ის პარფიუმერიას: Euphoria Men ტუალეტის წყალი და შხაპის გელი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_