წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სასარგებლო პროდუქტები 40 კკალ-ზე დაბალი მაჩვენებლით

ბლოგი:
მარტი 06, 2016
ავტორი Anika
გამოგიტყდებით, რომ ნეგატიური კალორიულობის მქონე პროდუქტების "სასწაულმოქმედი" თვისებების დიდად არასდროს მჯეროდა: ასეთი პროდუქტების დიდი ნაწილი სასარგებლოა, მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავენ, მაგრამ იმის იმედი, რომ ისინი წონაში მარტივად გვაკლებინებენ სწორედ ამ ნეგატიური კალორიულობის გამო, ჩემთვის ნაკლებ რეალისტური იყო. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს განსხვავებული გამოცდილება ქონდეს, ვერ შეგედავებით. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: არსებობენ მთელი რიგი საკვები პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა, დაბალკალორიულია და მათგან კონკრეტულად ის მოლოდინი გვექნება, რომ მათი ხშირად მირთმევით ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით მოვამარაგებთ და იმავდროულად წონაში კლებასაც გავიმარტივებთ.

asparagus-sex-400x400

სატაცური - 125 გრამი 27 კკალ.  დეტოქსიკაციის თვისებების მქონე სატაცური დიდი რაოდენობით ამინო-მჟავებს შეიცავს, ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, მდიდარია A, C, E, K, B6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით.

ბროკოლი - 175 გრ. 31 კკალ. უჯრედისით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ბროკოლი იმავდროულად ძლიერ ანტიოქსიდანტსაც შეიცავს, რომელიც სხვა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, ექიმების თქმით, მკერდის სიმსივნის დაძლევას ამარტივებს. ბროკოლი მარტივად შეგიძლიათ 2-3 კვერცხის ომლეტთან და ცოტაოდენ ყველთან ერთად ოდნავ მობრაწოთ და ისე მიირთვათ.

brussel-sprouts-hl-1854038-l-400x400

ბრიუსელის კომბოსტო - 100გრ. 38 კკალ. უჯრედისით მდიდარი ციცქნა კომბოსტო, ბროკოლის მსგავსად, იმ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელსაც სიმსივნის პრევენციის უნარი გააჩნია. მართალია, მომზადებისას არც ისე სასიამოვნო სურნელს უშვებს, მაგრამ საკმაოდ ნორმალური გემო აქვს და გემრიელად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის გულმკერდის თეთრ ხორცთან ერთად მსუბუქად მობრაწული.

სალათის ფოთოლი - 75 გრ. 5 კკალ. ხვდებით ალბათ, რომ ამ ფოთლების მირთმევისას რაოდენობაში არანაირად შეზღუდული არ ხართ. ეს მწვანე ფოთლები მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და მაგნიუმით, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემისთვის. გაითვალისწინეთ, რაც უფრო სიმუქისკენ მიდის სალათის ფოთლების ფერი, მით უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

ჭარხალი - 100 გრ. 37 კკალ. მოტკბო გემოს მქონე ჭარხალი მდიდარია უჯრედისით, რკინით, ფოლიუმის მჟავით, კალიუმით. ასეთ ხასხასა ფერს ჭარხალი ანტიოქსიდანტ ბეტანინს უმადლის, რომელიც ერთ-ერთი ანტიკანცეროგენია, როგორც ამას ექიმები და კვლევები ამბობენ.

berries-400x400

კენკრა - 50 გრამზე საშუალოდ 32 კკალ. მოცვლი, ჟოლო, მარწყვი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან, რაც გულსისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკ ამცირებს.

ლიმონი/ლაიმი - ერთ ცალ კანგაცლილ ხილზე საშუალოდ 20 კკალ. C ვიტამინით მდიდარი ლიმნის და ლაიმის წვენი იდეალურია სხვადასხვა ტიპის სალათებზე და კერძებზე მოსასხმელად.

პომიდორი - ერთი საშუალო ზომის პომიდორზე 22 კკალ. კალიუმით, უჯრედისით და C ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული იმავდროულად ლიკოპენის წყაროცაა - ანტიოქსიდანტი, რომელსაც იშვიათად შეხვდებით სხვა ხილსა თუ ბოსტნეულში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები