ბლოგი:
ივლისი 08, 2015
ავტორი Anika
არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც განყენებულად ვიცით, რომ კალორიულია, არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის და მათი მირთმევა არ არის რეკომენდირებული - აქ საქმე მარტივადაა. არსებობს პროდუქტების მეორე კატეორია, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ჩამონათვალს შეიცავს, დაბალკალორიულია და მათი ყოველდღიურ რაციონში შეტანა როგორც უსაფრთხო, ასევე სასურველიცაა - აქაც ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ.
ამ ორი კატეგორიის გარდა არის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ "შუა კატეგორია", რომელიც მართალია თავისი შემადგენლობით სასარგებლო საკვებს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ რომ გვგონია არც თუ ისე დაბალკალორიული და უსაფრთხოა წონაში დაკლების მსურველებისთვის - ამ კატეგორიასთან სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში სწორედ ამ "შუა კატეგორიის" პროდუქტების ჩამონათვალს გაგაცნობთ.
მიუსლი - წესით, მიუსლი ჯანმრთელი საუზმის რანგში გადის, თუმცა გააჩნია მიუსლის სახეობას: ზოგიერთი მათგანი, დაბალკალორიულიც კი საკმაო რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამიტომაც, მისი ყიდვისას კარგად უნდა გავეცნოთ ეტიკეტს.
ხილის ჩირი - ჩირების კატეგორიაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ნახევარი ჭიქა გარგარის ჩირი 25 გრამ შაქარს და 107 კკალ-ს შეიცავს.
ჰუმუსი - ჩემთვის უსაყვარლესი აზიური საკვები, რომელსაც საკუთარი სამზარეულოს პირობებშიც უპრობლემოდ ვამზადებ. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმუსი ვეგეტარიანული და აბსოლუტურად სასარგებლო პროდუქტია, სამწუხაროდ 2 ჩაის კოვზ მზა პროდუქტში არც მეტი არც ნაკლები 70 კკალ-იაა. თანაც, თუ ჰუმუსს პურზე გადავუსვამთ და ისე მივირთმევთ, მაშინ დიეტა და დიეტურობა საერთოდ დაივიწყეთ.
ხილის წვენი - ხილში ყველა სასარგებლ უჯრედისია, გეცოდინებათ ალბათ. თუმცა, ხილისგან წვენის დამზადებისას უჯრედისის უდიდესი ნაწილი ვერ ნარჩუნდება და რჩება მხოლოდ ფრუქტოზის - იგივე ცოცხალი შაქარი - დიდი რაოდენობა.
უცხიმო იოგურტი - ამაზე ადრეც დავწერე ანიკას ბლოგში: რეალურად, კალორიულობა უცხიმო იოგურტს ისეთივეა აქვს როგორიც ცხიმიანს. ცხიმი რომ შემასქელებლის ფუნქციას ასრულებს და როდესაც ცხიმის გამოცლა ხდება, მას იოგურტში ხელოვნური შემასქელებლით ანაცვლებენ - ეს უკანასკნელი კი კალორიულიცაა და მავნებელიც.
ავოკადო - არავინ დავობს, რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ ერთი მწიფე ავოკადოს რბილობში დაახლოებით 500 კკალ-იამდეა დამალული.
უგლუტენო საკონდიტრო ნაწარმი - მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პროდუქტი გლუტენს არ შეიცავს და გარკვეული დატვირთვით დიეტურია, ის მაინც საკონდიტრო ნაწამია და საკმარისი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს და შაქარს.
ინდაურის ხორცი - სასარგებლო და დაბალკალორიულია, მაგრამ ერთი საფრთხილო დეტალი უნდა გვახსოვდეს: ინდაურის ბარკალში გაცილებით მეტი კალორიაა, ვიდრე საქონლის ხორცის მოზრდილ ფილეში. ამიტომაც, თუ წონაში დაკლება გვსურს, არჩევანი გულმკერდის ფილეზე უნდა შევაჩეროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა