წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სასარგებლო პროდუქტების სუპერსასარგებლო კომბინაციები

ბლოგი:
მარტი 29, 2015
ავტორი Anika
საყვარელი პროდუქტების ყველაზე საყვარელი კომბინაცია ხომ ყველას გვაქვს? პური+კარაქი+თაფლი; სპაგეტი+ხორცის ბურთულები; ან ნებისმიერი სხვა კომბინაცია, რომელიც ასე ძალიან გიმაღლებთ ხოლმე კულინარიულ განწყობას. თუმცა, დიეტოლოგების თქმით, არსებობს საკვები პროდუქტების კომბინაციები (მათ "საკვების სინერგიას" უწოდებენ), რომლებიც გემრიელთან ერთად, ორმაგად სასარგებლოცაა: კონკრეტული პროდუქტების შეხამების შედეგად, მათი ცალკეული სასარგებლო თვისებების გაძლიერება ხდება. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთი საკვები სინერგიების შესახებ მოგიყვებით, რომელთა შესახებაც ამერიკელი ექიმ-დიეტოლოგები გვაწვდიან ინფორმაციას:

whole-grains-onion-garlic-400x400

1. ცეხვილი ბურღულეული (ცეხვილი ხორბლისგან დამზადებული პროდუქტები) +ხახვი+ნიორი - ცეხვილ პროდუქტებში არსებული თუთიის და რკინის მონელება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე თქვენი ორგანიზმი მათ ათვისებას მოახერხებს. კვლევები კი ადასტურებენ, რომ თუ ხახვს და/ან ნიორს ცეხვილ ბურღულს დავუმატებთ, ასეთ შემთხვევაში ხახვსა და ნიორში არსებული თუთია და რკინა გაცილებით ადვილად ასათვისებელი იქნება ორგანიზმისთვის. როგორც ირკვევა, იტალიური ნივრიანი პური ამ კომბინაციის იდეალური განსახიერებაა, მხოლოდ პური ცეხვილი ხორბლისგან უნდა იყოს.

tomatoes-olive-oil-400x400

2. პომიდორს+ზეითუნის ზეთი - ზეითუნის ზეთი რომ ცუდ ქოლესტერინს ამცირებს და კარგ ქოლესტერინს აძლიერებს, ამის შესახებ ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე ვიცით. თუმცა, ჩემთვის სიახლე იყო იმის გაგება, რომ პომიდორთან ერთად კომბინაციაში ზეითუნის ზეთი პომიდორში არსებული ლიკოფენების ანტიოქსიდანტური მოქმედებას აძლიერებს, რაც მზესუმზირის ზეთის და პომიდვრის კომბინაციაში არ შეიმჩნევა.

broccoli-tomatoes-400x400

3. ბროკოლი+პომიდორი - ამ ორი სასარგებლო პროდუქტის კომბინაცია, ექიმების თქმით, სიმსივნის პრევენციის მხრივ არის ეფექტური, რაც არაერთი სამეცნიერო კვლევით არის გამყარებული. მომზადების მხრივ საკმაოდ მარტივია: რამდენიმე წუთით ორთქლზე გაჩერებულ ბროკოლის დაუმატებთ პატარა ნაჭრებად დაჭრილ პომიდორს და მოასხამთ ზეითუნის ზეთს, სულ ესაა.

dark-chocolate-apples-400x400

4. ვაშლი+შავი შოკოლადი - ეს კომბინაცია ჩემთვის იმდენად მადისაღმძვრელად ჟღერს, რომ მის სუპერსასარგებლო თვისებებზე არც კი მეფიქრება. თუმცა, მეცნიერების მტკიცებით, ეს დუეტი გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე მოქმედებს საკმაოდ დადებითაც. ვაშლის კანი (განსაკუთრებით წითელი ვაშლის) შეიცავს ფლავონოიდს სახელწოდებით კარცეტინი, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს. თავის მხრივ, შავ შოკოლადის კაკაო კატექინებით არის მდიდარი, ეს ანტიოქსიდანტი კი არტერიების გამკვრივების პრევენციას ახდენს. კარცეტინის და კატექინების კომბინაცია კი, ექიმების თქმით, სისხლში საცობის/თრომბის დაშლას უწყობს ხელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები