We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სასარგებლო რჩევები პირველკლასელების მშობლებისთვის

_from blog_:
_June_ 29, 2017
_by_ Anika
ბევრგან წამიკითხავს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შვილისთვის მშობლის აზრს, არამხოლოდ 3-4 წლის ასაკში, არამედ უკვე სასკოლო პერიოდშიც: რა აზრისაა მშობელი სკოლის, ამა თუ იმ პედაგოგის, სწავლების ფორმის შესახებ არსებითად აისახება ბავშვის დამოკიდებულებებზეც. ვინაიდან ახლა სწორედ წინასასკოლო პერიოდია, მინდა როგორც მშობელმა, ბავშვთა ფსიქოლოგების სასარგებლო რჩევები გაგიზიაროთ ამ ზემოთჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.

შეცდომა #1: ბავშვ(ებ)ის თანდასწრებით სკოლაზე უარყოფითად საუბარი. სკოლისადმი დამოკიდებულება თუ განწყობა ბავშვს სწავლის დაწყებამდე უყალიბდება. ფსიქოლოგების თქმით, ყურმოკრულმა უარყოფითმა კომენტარმა შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბავშვის განწყობაზე. ამიტოაც, თავი შეიკავეთ მისი თანდასწრებით ზოგადად სკოლაზე ან სწავლის პროცესზე რაიმე სახის ნეგატიური შენიშვნისგან და საკუთარი ბავშვობისდროინდელ უსიამოვნო მოგონებებსაც ნუ გაიხსენებთ, თუ როგორ გეშინოდათ მანანა დამრიგებლის ან როგორ დესპოტი იყო ხატვის მასწავლებელი უშანგი.

შეცდომა #2. პედაგოგის გაკრიტიკება ბავშვის თანდასწრებით. გასაგებია, რომ ნებისმიერ მშობელს თავისი შვილისთვის საუკეთესო უნარებით და ცოდნით აღჭურვილი პედაგოგი უნდა - მეც თქვენი ბანაკიდან ვარ. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება და ხანდახან შეიძლება გარკვეული ნაკლოვანებების მქონე პედაგოგის წინაშე აღმოვჩნდეთ. ეს რეალობაა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ სახლის პირობებში შვილს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ეს სტრესი, რომელსაც შესაძლოა სკოლის რომელიმე პედაგოგის გამო განიცდიდეს: არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ ბავშვის წინაშე პედაგოგის გაკრიტიკება, პირიქით, მსუბუქადაგ გადავაგორებინოთ მას ეს კრიტიკული მომენტები და მხარში დავუდგეთ.

Friend-Mend-8-Ways-to-Help-Your-Kid-Have-Better-Social-Skills-at-School-Photo2

შეცდომა #3. მოლოდინი, რომ ბავშვი თავად გაუმკლავდება პრობლემებს. პირველკლასელისთვის საკუთარი კომპეტენციის შეგრძნების განვითარება არსებითად მნიშვნელოვანია, ასე გვარწმუნებენ ფსიქოლოგები. მხოლოდ ამ შეგრძნების არსებობის შემთხვევაში უჩნდება მას სურვილი, მეტი გაიგოს, მეტი წაიკთხოს, მეტი მოინდომოს. ამიტომაც, თუ ბავშვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაკლებად სასიამოვნო შეფასებებით აქვს რვეული აჭრელებული - მინიმალური ოდენობის "სმაილიკები" თუ ვარსკვლავები, რასაც ხშირად პირველკლასელების დავალებების შესაფასებლად იყენებენ - მას შეუმჩნევლად უნდა მივეხმაროთ. შევთავაზოთ სახლში იმ მასალის თუ დავალების ერთად გავლა, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუჭირდა ისე, რომ ამ გარემოებას ხაზი არ გავუსვათ. ამასთან, ფსიქოლოგები გვრიჩევენ ამ დროს ისეთ თემებზე თუ საგნებზე ყურადღების გამახვილებას, რომელშიც ბავშვს ყველაზე კარგი მოსწრება აქვს და არ დავიშუროთ შექება და კომპლიმენტები.

შეცდომა #4. სასწავლო დღეების დამატებითი აქტივობებით შევსება. პირველი წელი სკოლაში ისედაც საკმაოდ ძლიერი სტრესია ბავშვის ცხოვრებაში. სკოლაში მიღებულ ახალ ინფორმაციას, გამოცდილებას, ემოციებს სათანადო გადამუშავება ესაჭიროება პატარების გონებაში.

_OTHER BLOGPOSTS_