წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სასარგებლო სასუსნავები სამუშაო საათებში

ბლოგი:
თებერვალი 20, 2016
ავტორი Anika
რვა საათიანი სამუშაო დღე (ან მეტი) მარტივი საქმე არ არის, როცა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცდილობ ცხოვრებას და ჯანსაღი კვება შენი არჩევანია. ამიტომაც,  ყოველთვის მოსახერხებელია, დილით სახლიდან გასვლამდე წასახემსებელი საკვების წაღებას თუ შეძლებთ. საშუალო სტატისტიკით, შუადღის შიმშილი და ძლიერი წასუსნავების შეგრძნება 15.00 საათისთვის გვეწვევა ხოლმე, ამიტომაც ამ დროისთვის თუ სათანადოდ "შეიარაღებული" ვიქნებით, არც ჯანსაღი ცხოვრების წესს დავარღვევთ და წონაში მატებისაც არ შეგვეშინდება.

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ალტერნატივა ნუშია. ერთი ულუფა ნუში - 30 გრამი, საშუალოდ 24 ცალი -  შიმშილის გრძნობას დიდი ხნით დაგიკმაყოფილებთ. თანაც, ნუში გულისთვის სასარგებლო ცხიმებს, E ვიტამინს, კალციუმს, მაგნიუმს შეიცავს, მდიდარია უჯრედისით და ცილებით და 30 გრამზე დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს.

1002-w-crackers-snack-x

მეორე ალტერნატივა პატარა კონტეინერში ერთი სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქის და რამდენიმე ცეხვილი ფქვილის კრეკერი ან ე.წ. "ხლებცის" მოთავსებაა - მე Wasa-ს ხრაშუნა პური მაქვს ყოველთვის მომარაგებული. საკმაოდ ნოყიერი და იმავდროულად სასარგებლო კომბინაცია გამოდის.

რომელიმე ხილი - ვაშლი, ბანანი, ყურძენი, მსხალი - დილით ხელს რომ გააყოლოთ, დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება. შეგიძლიათ დილაობით ხილი ცვალოთ და ყოველ დღე განსხვავებული ხილი წაიღოთ, ასე მრავალფეროვნებას შეინარჩუნებთ და სხვადასხვა სახის ხილისგან განსხვავებულ სარგებელსაც მიიღებთ. საშუალოდ ერთ საშუალო ზომის ხილში 70 კკალ-იაა.

თუ ცოტა მეტი დრო გაქვთ სახლში და შეგიძლიათ კიტრი ან სტაფილო ან ჩერის პომიდორი პატარა ნაჭრებად დაჭრათ, მოათავსოთ პატარა კონტეინერში და იქვე დაბალცხიმიანი არაჟანი ან ცოტა ფეტას ყველი დაამატოთ, ცილებით მდიდარ წასახემსებელს მიიღებთ. აქვე შეგიძლიათ რამდენიმე ლებანი ნიგოზიც მიამატოთ.

1002-w-pita-hummus-x

კიდევ ერთი შედარებით "არამარტივი" ალტერნატივა უსაფუარო ლავაში და 2 სუფრის კოვზი ჰუმუსია. ჰუმუსს სახლში მარტივად ვამზადებ ხოლმე და რამდენიმე დღე უპრობლემოდ ინახება მაცივარში: თურქული ბარდა და ტაჰინი (ორივე თურქულ მარკეტებში იყიდება) , ცოტა ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, ნიორი და კვლიავის სანელებელი, მარტივად დააბლენდერებთ და კონსისტენციას თქვენი სურვილისამებრ დაარეგულირებთ. სულ ესაა. ჰუმუსი ვეგეტარიანული/სამარხვო კერძია, საკმაოდ დამანაყრებელი და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები