ბლოგი:
ნოემბერი 20, 2018
ავტორი Anika
საუნასადმი, ალბათ, ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს, თუმცა ერთი რამ ფაქტია: საუნა სარელაქსაციოდ არაჩვეულებრივი გამოგონებაა, ამაზე ვთანხმდებით.
ახლა რაც შეეხება საუნას მავნებლობას თუ სარგებელს - წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ საუნა კარგია წონაში კლების მსურველებისთვის, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და ჭარბი სითხე, შედეგად გვაკლებინებს წედმეტ წონას და ასუფთავებს და გლუვს ხდის კანს. ეს ყველაფერი სიმართლეა და თუ ექიმებს დავუჯერებთ, სხვა სიკეთეებთან ერთად, საუნა გულის ჯანმრთელობისთვისაც კარგი რამ ყოფილა. ხანგძლივმა კვლევამ, რომელიც 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ის არმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტმა ჩაატარა, აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვინც სისტემატურად, კვირის განმავლობაში 2-3-ჯერ სტუმრობდა საუნას, 25%-ით დაბალი ქონდა გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებით გარდაცვალების რისკი, იმ კვლევის მონაწილეების შემთხვევაში კი, ვინც საუნას ყოველდღიურად სტუმრობდა - ეს რისკი 77%-ით შემცირებული იყო.
ამას გარდა, ამ კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ თუ თქვენ კვირაში 2-3-ჯერ მაინც ახერხებთ საუნაში შესვლას, ეს 2-22%-ით შესაძლოა ამცირდებდეს ალცჰაიმერი განვითარების რისკს: უმჯობესდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა, არტერიული წნება რეგულირედება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ამას გარდა, ამ შემთხვევაში ნაკლებია ასევე, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკიც (ასთმა ან პნევმონია) და უმჯობესდება ფილტვების ფუნქციონირება.
შეგრძნებების დონეზე რომ განვიხილოთ, საუნაში ყოფნისას ძლიერდება ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონი - გამომუშავება, რაც შესაბამისად, კარგ განწყობაზე გვაყენებს.
როდის უნდა შევიკავოთ თავი საუნისგან? როცა გულის პრობლემები გვაქვს. ასეთ შემთხვევაში, საუნაში სტუმრობა მხოლოდ ექიმთან სათანადო კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, საუნას უკუჩვენება აქვს ასევე ორსულების შემთხვევაში, ვინაიდან ამ დროს არ არის რეკომენდებული სხეულის ტემპერატურის საგრძნობლად მატება და ისეთი პროცედურები, რომლებიც ცხელ წყალში ჩასვლასთან არის დაკავშირებული.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა