წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სასარგებლოა თუ არა უცხიმო რძე

ბლოგი:
სექტემბერი 02, 2014
ავტორი Anika
ვინც წონას და საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას უთმობთ, ალბათ, ჩვევაში გექნებათ შეძლებისდაგვარად ნაკლებცხიმიანი ან თუ შესაძლებელია საერთოდაც უცხიმო პროდუქციაზე არჩევანის გაკეთება: უცხიმო ხაჭო და უცხიმო რძე საპატიო ადგილს ათასობით ადამიანის დღიურ რაციონში იკავებს. უცხიმო რძის არჩევით კალორიებს და ცხიმებს კი ვზოგავთ, მაგრამ არც თუ ისე ჯანმრთელ არჩევანს ვაკეთებთ - ასე გვარწმუნებენ ექიმები. ამ ფრაზით მეც არანაკლებ გაოგნებული დავრჩი, ამიტომაც, გადავწყვიტე, დღევანდელ პოსტში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამეზიარებინა უცხიმო რძის შესახებ:

1. უცხიმო რძე დაახლოებით ორჯერ მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ნაღები. არაფერი მოგესმათ, ნამდვილად ასეა და თურმე რატომ: როდესაც რძეს ცხიმს ვაცლით, მის საკომპენსაციოდ შაქარს ვამატებთ. და ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ჩვენი წონის ყველაზე დიდი მტერი შაქარია და არა ცხიმი?!

2. უცხიმო რძეს არავითარი საკვები ღირებულება არ გააჩნია. A, D, E და K ვიტამინები, რომლებიც რძეში შედის, ცხიმში ხსნადი ვიტამინებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასათვისებლად ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება ცხიმი. ამას გარდა, კალციუმის ათვისებას ხელს უწყობს D  ვიტამინი, მაგრამ D ვიტამინს თავის მხრივ ცხიმი ესაჭიროება. მოკლედ, თავადაც მიხვდებოდით, რომ რძისთვის ცხიმის გამოცლა ამ ჯაჭვს სრულად ანგრევს და ვიტამინების ათვისება შეუძლებელი ხდება, თავად რძე კი საკვები ღირებულების არმქონე პროდუქტად იქცევა.

milk

3. ნაჯერი ცხიმები (რასაც ინგლისურად saturated fat ქვია), რომელთა გამოცლაც ხდება უცხიმო რძის მისაღებად, საკვებს ნოყიერებას მატებენ და სისხლში შაქრის დონეს ასტაბილურებენ. ცხიმები შაქრის სისხლში გასვლის ტემპს ანელებენ, ამიტომაც, დაბალცხიმიანმა დიეტამ, რომლის დროსაც ცხიმის დეფიციტის კომპენსაცია შაქრის ხარჯზე ხდება, და თუ ასეთი დიეტა ხანგრძლივად გრძელდება, შესაძლოა დიაბეტამდე ან ჰიპოგლიკემიამდე მიგვიყვანოს. მოკლედ, უცხიმო არ გულისხმობს უფრო ჯანმრთელ არჩევანს.

4. რძის პროდუქტების ინდუსტრიაში უცხიმო რძის მისაღებად ხშირად უცხიმო რძის ფხვნილს ამატებენ. ეს უკანასკნელი კი გადამუშავებისას რძეში ქოლესტერინის ოქსიდაციას იწვევს - საკვებში ბუნებრივად არსებული ქოლესტერინი ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ თუ საქმე ოქსიდაციაგავლილ ქოლესტერინს ეხება, მაშინ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან მან გულის არაერთი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები