ბლოგი:
ნოემბერი 18, 2014
ავტორი Anika
ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიკატებისგან თავისუფალი თავის მოვლის საშუალებებისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ანიკას ბლოგის მკითხველებმა დიდი ხანია იციან: მუდმივად დავეძებ ისეთ პროდუქციას, რომლის შეფუთვაზე „0% პარაბენები, ფენოქსიეთანოლი, ფტალატები, მინერალური ზეთები, ნატრიუმის სულფატის ლაურეტი, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტები“ წარწერა იქნება გამოსახული. ჩემდა სასიხარულოდ, კოსმეტიკის ინდუსტრია ამ მიმართლებით საკმაოდ დინამიურად ვითარდება, შესაბამიად, მეც გაფაციცებით ვადევნებ თვალყურს საინტერესო სიახლეებს და ინოვაციებს, რომლებიც ბიო/ეკოპროდუქციის მიმართულებით ხდება.
Caudalie-ს (ქართულად ჟღერს კოდალი) პროდუქციას პირველად ევროპაში „დავუმეგობრდი“ და მას შემდეგ ამ ფრანგული ბრენდის ახალ პროდუქციას ინტერესით ვაკვირდები. 1995 წელს დაარსებული ბრენდი "კოდალის" პროდუქტებში გამოყენებული ყველა ექსტრაქტი მიღებულია შამპანის, ბურგუნდისა და ბორდოს რეგიონების ვენახებიდან, რომლის მეშვეობითაც ვაზის ლერწმის და ყურძენის პოლიფენოლის გასაოცარი ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებულ თავის მოვლის საშუალებებს ამზადებენ. ჰოდა, რაოდენ გამიხარდებოდა, რამდენიმე დღის წინ „პე-ეს-პეს“ აფთიაქში შესულს კოდალის საგანგებო კუთხე რომ აღმოვაჩინე.
რისგან შედგება Caudalie-ს პროდუქცია?
ყურძნის პოლიფენოლები ანტიოქსიდანტს და ანტიჰილურონიდაზას შეიცავენ და მცენარეული წარმოშობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენენ. ისინი თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, რომლებიც 80% კანის დაბერების მიზეზია.
ვაზის ლერწმის რესვერატროლს ნაოჭების საწინააღმდეგო, გამამკვრივებელი, ანტიგლიკაციური მოქმედება აქვს, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, აჩერებს გლიკაციის პროცესს, რომელიც განაპირობებს ღრმა ნააოჭების გაჩენას.
ვაზის ლერწმის წვენის ვინიფერინი კანს ბრწყინვალებას ანიჭებს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და რეკომენდირებული ყველა ტიპის კანისთივს, მგრძნობიარე კანის ჩათვლით.
ყურძნის ნატურალური წყალი ატენიანებს და არბილებს კანს, მდიდარია მიკროელემენტებით, ვიტამინებით და დამატენიანებელი პოლისაქარიდებით.
ვაზის უნიკალურობა ყურძნის ზეთშია, რომელიც შეიცავს ომეგა-6 და ვიტამინ E-ს შეიცავს მაღალი კონცენტრაციით, ღვინის საფუარას ექსტრაქტი კი კანის დამცავ თვისებებს აძლიერებს.
თავის მოვლის საშუალებები რამდენიმე კატეგორიადაა წარმოდგენილი: კანის გაწმენდა/გასუფთავება (პილინგი, გაწმენდა, ტონიზირება, ნიღბები), კანის მოვლის საშუალებები (ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზი Premier Cru; ნაოჭების საწინააღმდეგო, გამამკვრივებელი ხაზი Vinexpert; პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ხაზი Vinoperfect; ანტიოქსიდანტური, ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზი Polyphenol C15; დამატენიანებელი ხაზი Vinosource) და ტანის მოვლის საშუალებები (ღვთაებრივი ხაზი Divine Range; პროგრამა დახვეწილი სილუეტისთვის Vinotherapie; ტანის დამატენიანებელი გამა Moisturizing Range). პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ასევე სახის კრემს ტონალური ეფექტით, მინერალურ პუდრს და სურნელოვან გამაგრილებელ წყლებს.
მოკლედ, ეკოლოგიურად ჯანმრთელი კოსმეტიკის მოყვარულებს საინტერესო გამოცდილება გელით წინ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა