წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სასმელი, რომელიც გახდომაში გვეხმარება

ბლოგი:
დეკემბერი 10, 2015
ავტორი Anika
სასურველ წონამდე გასავლელი გზა არც თუ ისე მარტივია და ამ გზაზე ვარჯიშების, მასაჟების, დიეტის და სწორი კვების გარეშე ვერანაირად ვერ გავივლით. და ყველაფერი, რაც კი სასარგებლო და დამატებით დამხმარე შეიძლება იყოს ამ რთულ გზაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. დღეს იმ სასმელებზე მოგიყვებით, რომლებიც წონაში დაკლებაში გვეხმარებიან.

ბოსტნეულის წვენები არამხოლოდ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში გვეხმარებიან, არამედ ორგანიზმს ხელს უწყობენ ბუნებრივი დეტოქსიკაციის პროცესის გაშვებაში - წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწლავებში დაგროვილი ტოქსინები გახდომისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცევიან.  ისინი ორგანიზმს ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით ამარაგებენ - ეს უკანასკნელი თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საბოლოო ჯამში ნაადრევ დაბერებას აგვაცილებს თავიდან.

ბოსტნეულის წვენებთან დაკავშირებით არჩევანი საკმაოდ დიდია: ხშირად გამოიყენეთ სალათის ფოთლები, კამა, ისპანახი, ნიახური, ბულგარული წიწაკა, კიტრი, ჭარხალი, სტაფილო და კომბოსტო - კომბოსტო ფიტონუტრიენტებით არის მდიდარი, რომლებიც ცხიმოვანი მარაგების შემცირებაში, ანთებითი პროცესების შემსუბუქებაში, სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის აღდგენაში, ჰორმონების დონის დარეგულირებაში და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში გვეხმარებიან.

601x600_1_1f295ec496c20a7c2379e8a82b90b0cd@601x600_0x59f91261_7721582561413554711

წყალი - ისინი, ვინც დიდი რაოდენობით წყალს სვამენ, შედარებით იშვიათად აწუხებთ შიმშილის გრძნობა.

წყალი ღვიძლს ცხიმების ათვისებაში ეხმარება და თუ წყალი საკმარისი რადენობით არ მივიღეთ, ასეთ დროს ღვიძლი ცხიმის გვერდით გადადებას იწყებს.

რაც უფრო მეტ წყალს სვამთ, მით უფრო ნაკლებად გროვდება სითხე ორგანიზმში.

წყალს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს.

მოკლედ, დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევას საკმარისი არგუმენტები აქვს.

400x600_1_f11eaae0ad5eca716db61296772ab48b@400x600_0x59f91261_3522121391413554655

ჩაი - მწვანე ჩაი სუპერ სასმელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და იმავდროულად წონაში დაკლებისთვისაც. ის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და მეორეც, მადას აქვეითებს. დღის განმავლობაში ერთი ჭიქა მწვანე ჩაი თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებითაც მოამარაგებს და ენერგიითაც აგავსებთ.

მატეს მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც, მეცნიერების თქმით, მეტაბოლიზმს აჩქარებენ. დღის განმავლობაში 3 ფინჯანი მატეს ჩაის დალევაა რეკომენდირებული.

სალბის (Шалфей) ჩაი - სალბი ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნაში და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში გვეხმარება. ექიმები ერთი ფინჯანი სალბის ჩაის დილით მირთმევას გვირჩევენ - ასე დღის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლა სასურველ ტემპში წარიმართება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები