We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სატაცურის სასარგებლო თვისებების შესახებ

_from blog_:
_June_ 20, 2017
_by_ Anika
სატაცურს საქართველოში დიდი ხანია იცნობენ, თუმცა, არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს სამწუხაროდ, ნაკლებ გამოკვეთილი გემოს და სიძვირის გამო. მათთვის კი, ვინც ამ პროდუქტს მხოლოდ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო უვლის გვერდს, დღევანდელ პოსტში საინტერესო ფაქტები მინდა მოვიყვანო სატაცურის სასარგებლო თვისებების შესახებ.

- სატაცური სასურველი კილოგრამების დაკლებაში დაგეხმარებათ. გარდა იმისა, რომ ის მინიმალური ოდენობის ცხიმებს და კალორიებს შეიცავს (32 კკალ 100 გრამზე), სატაცური იმავდროულად მდიდარია ხსნადი და არახსნადი უჯრედისით და ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი უჯრედისს ნელი ტემპით ინელებს, ამდენად სატაცური იდეალური არჩევანია დიდი ხნით დასანაყრებლად. უჯრედისით მდიდარი სატაცური შეგიძლიათ ცილებით მდიდარ მოხარუშულ კვერცხთან ერთად მიირთვათ და ენერგია დიდი ხნით გარანტირებული გექნებათ.

- არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ასპარაგინის ამინო-მჟავით მდიდარი სატაცური ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, შესაბამისად ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს და მარილებს გამოდევნის და ამდენად, კარგი საშუალებაა საშარდე გზების ინფექციების პრევენციისთვის.

GettyImages-478482400

- სატაცური ანტიოქსიდანტების არაჩვეულებრივი წყაროა. მასში განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა ანტოციანინის ანტიოქსიდანტი, რომელიც ძალიან ეფექტიანია თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. სატაცურის ზომიერად თერმული დამუშავება მის ანტიკანცეროგენულ თვისებებს ააქტიურებს, თუმცა აქ ზომიერება მნიშვენლოვანია: ზედმეტად დიდი ხნით არ უნდა ვხარშოთ ან ვშუშოთ.

- სატაცური E ვიტამინს შეიცავს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. ეს ვიტამინი იმუნური სისტემის გაძლიერებაში და უჯრედების თავისუფალი რადიკალებისგან დაცვაში გვეხმარება.

_OTHER BLOGPOSTS_