წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საუკეთესო 5 სასმელი წონაში კლებისთვის

ბლოგი:
ივლისი 26, 2014
ავტორი Anika
წონა საკმარისი მგონი, არასდროს არის - საშუალოდ 2-3 კილოგრამი ყოველთვის ზედმეტია ან უბრალოდ გვეზედმეტება. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ ამ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამზე და არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ზომებს მიმართავენ ჭარბი წონისგან გასათავისუფლებლად. სხვადასხვა ტიპის დიეტებზე ბევრი გვისაუბრია ანიკას ბლოგში, ამიტომაც დღეს არა რომელიმე კონკრეტულ დიეტაზე, არამედ იმ 5 სასმელზე მოგიყვებით, რომლებიც წონაში კლებაში გვეხმარებიან. თუმცა, ვიდრე ძირითად ნარატივზე გადავალ, არ დაგავიწყდეთ, რომ წონაში კლება ჯანმრთელი და წარმატებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც საკვები რაციონის დაბალანსებულ შეზღუდვას ფიზიკურ სავარჯიშოებსაც დავურთავთ.

1. “მაგიურ სასმელებში” საპატიო პირველი ადგილი დეტოქს-წვენებს უკავიათ.  საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ხილის და ბოსტნეულის წვენებით გაკეთებული რამდენიმედღიანი დეტოქსი ძალიან ეფექტურია წონაში დასაკლებად და იმავდროულად ორგანიზმის დასაწმენდად/გასაჯანსაღებლად. გახსოვდეთ, რომ წვენი აუცილებლად უნდა იყოს ახლადგამოწურული - მარკეტში ნაყიდი ხილის წვენი არ გამოგადგებათ. აუცილებლად ჩართეთ ხილ-ბოსტნეულის სიაში ციტრუსები (იდეალური ორგანიზმიდან დაგროვილი ტოქსინების გამოსადევნად), ასევე უჯრედისით მდიდარი კოჭა, სტაფილო და ვაშლი.

2. ბოსტნეულის წვენები დეტოქს წვენებზე არანაკლებ სასარგებლოა, მათ შორის კი წონაში კლებისთვის გამორჩეულად სასარგებლო კომბოსტოს, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს წვენებია. არ აქვს მნიშვნელობა მათ განცალკევებულად თუ სხვა ბოსტნეულთან ან ხილთან ერთად გამოიყენებთ - ასეთი წვენები საოცრად ეფექტურია ცხიმების დასაწვავად და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად. თუმცა მათ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვთ: ისინი ორგანიზმში ჰორმონების დონეს აბალანსებენ.

vegetable-juice

3. მწვანე ჩაი უკე საუკუნეებია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელს წარმოდგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის. მისი პოპულარობას კი არაერთი სასარგებლო თვისება განაპირობებს: ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით ამარაგებს,  ცხიმების წვაში გვეხმარება, ენერგიას გვმატებს, მადას არეგულირებს და თუ იაპონელებეს დავუჯერებთ, სტრესის დაძლევაში და რელაქსაციში გვეხმარება.

4. ხილის წვენები ზოგადად ძალიან სასარგებლოა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უამრავ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავენ. თანაც მისართმევადაც ძალიან სასიამოვნოა. თუმცა უამრავი დასახელების ხილს შორის შტოშს და მსხაკს გამოარჩევენ მათი განსაკუთრებული თვისებების გამო. ამ ხილის კომბინაცია არამხოლოდ ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და წონაში კლებას აადვილებს, არამედ ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს და აუცილებელ ვიტამინებს და ცილებსაც აწვდის მას. ამას გარდა, შტოშის წვენი ცნობილია არაერთი ინფექციის პრევენციის თვისებითაც, მსხალი კი კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს და C ვიტამინს აწვდის ორგანიზმს.

5. და ბოლოს შავი ყავა, რომელიც უმეტეს ჩვენგანს ძალიან უყვარს და რომლის გარეშეც ყოველდღიურობა ვერ წარმოგვიდგენია. ზომიერად მიღებული შავი ყავა ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა და ამცირებს რიგი სიმსივნეების, დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ამასთან ერთად, კოფეინი საუკეთესოა ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად და კალორიების უფრო სწრაფად დასაწვავად. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: თუ შავი ყავა წონაში დასაკლებლად გსურთ გამოიყენოთ, მაშინ ის რძის და შაქრის დამატების გარეშე უნდა მიირთვათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები