წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საუკეთესო დეკორატიული კოსმეტიკა მზისგან დაცვის ფუნქციით

ბლოგი:
აპრილი 13, 2015
ავტორი Anika
ამ გაზაფხულზე უხვი მზის სხივებით ჯერ-ჯერობით დიდად ვერ გავნებივრდით, სამწუხაროდ: ხან ღრუბლიანი და ქარიანი ამინდები გამოჩნდება ჰორიზონტზე, ხანაც წვიმიანი დღეები შემოგვიტევს. თუმცა, სიცხე, დიდი რაოდენობით მზე და ლამაზი რუჯი - ყველაფერი წინაა და თუ არ გსურთ, ზაფხულს პიგმენტებით აჭრელებული სახის კანით შეხვდეთ, ამიტომ თადარიგი უნდა დაიჭიროთ და SPF-ის (მზისგან დამცავი ფაქტორი)  შემცველი დეკორატიული კოსმეტიკა გამოიყენოთ (ან სულაც კონკრეტულად ამ მიზნით შექმნილი დამცავი საცხი). დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ პროდუქტებს გაგაცნობთ.

225x345_Quality97_52d68e1cb638b88768f53470a9391961 მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზა Prep+Prime BB Beauty Balm SPF 30, M.A.C



მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზა Prep+Prime BB Beauty Balm SPF 30, M.A.C. - ასწორებს სახის კანის ტონს, ნიღბავს არასრულყოფილ მონაკვეთებს, კანს მბზინვარებას ანიჭებს. წარმოდგენილი 3 სხვადასხვა, ნახევრადგამჭვირვალე ფერში.

155x466_Quality97_cc864e264071df9644a3817b1ee9f12f Professional BB Cream + Primer, Pupa, SPF 20

Professional BB Cream + Primer, Pupa - დამატენიანებელი კრემ-ტონალური საცხი, მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზა. აკორექტირებს კანზე არსებულ არასრულყოფილ მონაკვეთებს, საკმაოდ მდგრადია. კანის ბუნებრივ ფერს აძლიერებს და მას მბზინვარებას ანიჭებს. მასში შემავალი ჰიალურონის მჟავა კანის ოპტიმალურ დატენიანებას უზრუნველყოფს, ხოლო SPF 20 კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. შეიცავს E ვიტამინს ანტიოქსიდანტური ეფექტით და წარმოდგენილი 2 ფერში.

457045_DaywearBB_pacRefl_S12_v14.psb Beauty Benefit ანტიოქსიდანტებით SPF 35 DayWear BB Cream, Estee Lauder

Beauty Benefit SPF 35 DayWear BB Cream, Estee Lauder - ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული საცხი მომენტალურად ასწორებს კანის ფერს და სახეს ჯანმრთელ შეფერილობას ანიჭებს. საკმაოდ მაღალი მზისგან დამცავი ფაქტორი აქვს - 35 (ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა). ეფექტურად ატენიანებს კანს და იმავე დროს, არეგულირებს ზედმეტი ცხიმის გამოყოფას (კომბინირებული/ცხიმიანი კანისთვის იდეალური ვარიანტია). პროდუქტი წარმოდგენილია 2 ფერში.

225x583_Quality97_f8172c39862e79d4a3f392fba455e842 СС-კრემი SPF35, Darphin

СС კრემი SPF35, Darphin -  ეს საცხი 5 ფრონტზე იბრძვის: კანის არასრულყოფილ მონაკვეთებს ნიღბავს, ჯანმრთელ მბზინვარებას ანიჭებს მას, ფორებს ასწორებს და გლუვს ხდის მათ, ატენიანებს კანს და იცავს მზის მავნე ზემოქმედებისგან - მასაც 35 მზისგან დამცავი ფაქტორი აქვს.

225x484_Quality97_c2eb2d6b4bd78fd232f41defe16be20d BB კრემი ხავერდოვანი ტექსტურით Capital Soleil SPF50 +, Vichy

BB კრემი ხავერდოვანი ტექსტურით Capital Soleil SPF50 +, Vichy - გამოირჩევა მზისგან დამცავი მაღალი ფაქტორით. კარგად ატენიანებს კანს, უზრუნველყოფს სახის კანის ბუნებრივ შეფერილობას და კანს ულტრაიისფერი სხივების ყველა სპექტრის გამოსხივებისგან იცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები