We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საუკეთესო მეგობარი სახის დასაბანად

_from blog_:
_June_ 07, 2012
_by_ Anika
სახის დაბანა/გაწმენდის საკითხი რომ ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებს და დიდ ყურადღებას რომ ვუთმობ, ხოლმე, ამას ჩემი წინა პოსტებიდანაც მიხვდებოდით. არ მეზარება ამ თემაზე დისკუსიები თუ სიახლეების ძიება, იმიტომ, რომ ვიცი - სახის ჯანმრთელი იერი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორედ ვიბანთ სახეს და რამდენად კარგად ვასუფთავებთ მას დღის ნარჩენებისგან.

ამჯერად მინდა სახის დასაბან მოწყობილობაზე გესაუბროთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ თავს შევუძინე საჩუქრად. ძვირი არ გეგონოთ, ფასი სრულიად ხელმისაწვდომი აქვს, შეიძლება ითქვას საეჭვოდ ხელმისაწვდომიც კი. თუმცა, როგორც კი მოხმარებას დაიწყებთ, მიხვდებით, რომ ამ პატარა მოწყობილობის ღირებულება არანაირად არ ასახავს მის ფუნქციონალურობას - მერწმუნეთთ, 21.97 დოლარისთვის ის სუპერ-მიგნებაა. გარდა ამისა, არაერთი მომხმარებელი გვარწმუნებს, რომ ის მის ძვირადღირებულ კონკურენეტებსაც არაფრით ჩამოუვარდება, რომლებიც საშუალოდ 200 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.



Olay Pro-X Advanced Cleansing System-ის ძირითადი უპირატესობები რა არის?!

პირველი ის, რომ ხელით ან სახის ღრუბელით სახის გაწმენდასთან შედარებით, ის 6-ჯერ მეტად სრულყოფილად ასუფთავებს კანს მაკიაჟის და დღის დაბინძურებებისგან.

მეორეც ის, რომ დაბანის შემდეგ გამოყენებული სახის საცხის მოქმედებას აძლიერებს, ვინაიდან უკეთ გაწმენდილ კანს გაცილებით ეფექტურად შეუძლია აითვისოს სახის მოვლის საშუალებების სასარგებლო თვისებები.



კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ეს მოწყობილობა ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის არის გამოსადეგი და მისი მოხმარება ძალიან მარტივია: სახეზე წყალს შეისხამთ, წაისვამთ სახის დასაბან გელს და მაქსიმუმ 60 წამის განმავლობაში სახეზე გადაიტარებთ Pro-X Advanced Cleansing System-ის ჯაგრისს, რომელსაც 2 განსხვავებული სიჩქარე აქვს.

პირადად მე საკუთარი შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვარ და შემიძლია თამამად გავუწიო რეკომენდაცია კონკრეტულად ამ პროდუქტს. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, რომ მისი ყიდვა Amazon-ის ონლაინ მაღაზიაში არის შესაძლებელი.

წარმატებებს გისრუვებთ და თუ გამოცდით, აუცილებლად მოგვწერეთ ანიკას ბლოგზე თქვენი შთაბეჭდილებები.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_