წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საუკეთესო საცხები ახალგაზრდა კანისთვის

ბლოგი:
სექტემბერი 17, 2015
ავტორი Anika
ზოგიერთის აზრით, ახალგაზრდა კანი ისედაც ლამაზი, ჯანსაღი, მოვლილია და მას რამე დამატებითი ძალისხმევა არ ესაჭიროება - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ზედმეტი ძალისხმევა ნორჩი კანის შემთხვევაში სრულიად უადგილოა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანი თვითდინებას მიყვეს: ამ ეტაპზე აუცილებელია კანი სათანადოდ იყოს დატენიანებული, რისთვისაც შესაბამისი საცხი გვესაჭირეოება. დღევანდელ ბლოგ-პოსტში სწორედ იმ საცხებს განვიხილავთ, რომლებიც 20-25 წლის გოგონებს თამამად შეუძლიათ მოიხმარონ, კანის ტიპის და საჭიროების გათვალისწინებით.

225x152_Quality97_2f919d391d203b9084aa3c9bc363ea37

Hydra Beauty, Chanel - ეს უნივერსალური საცხი ნებისმიერი ასაკის ქალბატონმა შეიძლება გამოიყენოს. ინტენსიური დამატენიანებელი კანში დატენიანების ოპტიმალურ ციკლს ინარჩუნებს, ღრმად ატენიანებს კანს და გააჩნია მაღალი ანტიოქსიდანტური დაცვა. საცხი ლეგენდარული კოკო შანელის საყვარელი ყვავილის - კამელიას და ლურჯი კოჭას საფუძველზეა დამზადებული. პირველი კანის აღდგენას და ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, მეორე კი კანის დატენიანების დონეს ინარჩუნებს და ზოგადად, კანს შიდა და გარე მავნე ფაქტორებისგან იცავს. საცხს კრემის მსგავსი სქელი ტექსტურა და ხილის სურნელი აქვს.

225x240_Quality97_aa3a0bce83fb66ee5bdfdf6777624d82

Moisture Surge Intense Skin Fortifying Hydrator, Clinique - მსუყე ტექსტურის მქონე ინტენსიური დამატენიანებელი ძალიან მშრალი და კომბინირებული მშრალი კანისთვის არის განკუთვნილი და მაქსიმალურ დატენიანებას და ტენიანობის ბარიერის აღდგენას უზრუნველყოფს. საცხი ზღვის წითელი წყალმცენარეების (ტენიანობის შემანარჩუნებელი ეს ინგრედიენტი კანის ზედა შრეებს სიმკვრივის შენარჩუნებაში ეხმარება), ნატრიუმის ჰიალურონატის (ის მომენტალურ და ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფს) და ალოეს ფოთლების  (დამამშვიდებელი ეფექტი აქვს) საფუძველზეა დამზადებული.

219x600_Quality97_64da5dfba26d89ec77074f9b90382efd-1

Hydraskin Essential, Darphin - დამატენიანებელი სითხე კანის ტენიანობის დონეს ჰიდრასტრუქტურული ტექნოლოგიების ხარჯზე აღადგენს. ის კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს და კანს ტენიანობის შემცირებისგან იცავს, რის ხარჯზეც კანი მკვრივი და დაცული ხდება, თქვენ კი მაქსიმალური კომფორტის შეგრძნება გეუფლებათ. მსუბუქი ემულსიის კონსისტენციის სითხე სალიკორნიას (მას ასევე ზღვის სატაცურსაც უწოდებენ) და ფრანგული ლავანდას საფუძველზეა შემუშავებული და დამატებით მანგოს ზეთსა და რამდენიმე ორგანულ ზეთს შეიცავს.

225x537_Quality97_8d613f54eb8dce2021a3771c4709c898

Hydreane Extra Riche, La Roche-Posay - თერმულ წყალზე დამზადებული საცხი მგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი. ჰიდროლიპიდები ადვილად აღწევენ ეპიდერმისში და კანს სელენით მდიდარი თერმული წყლისგან მაქსიმალური სარგებელის მიღების შესაძლებლობას ანიჭებენ. ეპიდერმისში მოხვედრის შედეგად, კანი დღითიდღე ნაკლებ მგრძნობიარე ხდება, თქვენ კი ისევ გიბრუნდებათ კომფორტის შეგრძნება. საცხი ასევე შეიცავს კარიტეს და რიგ ბიო-ზეთებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები