წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საუკეთესო სტრესის საწინააღმდეგო საშუალებები სახლისთვის

ბლოგი:
ივლისი 05, 2013
ავტორი Anika
მართალია, თბილისის სიცხეებს ჯერ კიდევ არ მიუღწევია საგანგაშო ნიშნულისთვის, მაგრამ ზაფხულისთვის და დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული გადაღლილობა ბევრმა ჩვენგანმა უკვე კარგად “გაითავისა”. მაღალ ტემპერატურას კიდევ სამსახურის დაძაბული გრაფიკიც ემატება (ბევრი ჩვენგანი ხომ შვებულებას აგვისტოს თვისთვის ვინახავთ, ხოლმე) და სტრესის სრულად შესაგრძნობად მზად ვართ.

დღევანდელ პოსტში მინდა რამდენიმე ისეთი საშუალება შემოგთავაზოთ, რომლებიც სახლის პირობებში, განტვირთვაში, ნერვული სისტემის დამშვიდებაში და შესაბამისად, შრომისუნარიანობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

აბაზანის მარილი Stress-Fix, Aveda-გან - არ დაიზაროთ და 15-20 წუთი გამოძებნეთ ამ ნამდვილად ნეტარი და სასარგებლო აბაზანისთვის. მისი მომზადების რეცეპტი ძალიან მარტივია: გამორთეთ მობილური ტელეფონი, თბილი (და არა ცხელი) წყლით ავსებულ აბაზანაში დაამატეთ 2 სუფრის კოვზი Aveda-ს მარილი, კომფორტულად მოთავსდით, თვალების დახუჭეთ და შეეცადეთ დღის პრობლემებისგან გაითიშოთ. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ამ პროდუქტში შემავალი ფრანგული ლავანდას, ლადანის და სალბის ბუნებრივი ეთერზეთები სტრესის შეგრძნებას ხსნიან და წყალს საოცარ სირბილეს ანიჭებენ. ეს ზეთები კარგად უმკლავდებიან უძილობას, გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება და მთელ სხეულს ადუნებენ. არ ვიცი, თბილისში რამდენად ხელმისაწვდობია, მაგრამ ის მარტივად შეგიძლიათ ამაზონის ონლაინ მაღაზიიდან გამოიწეროთ - 454 გრამიანი ქილა 38 დოლარი ღირს.

Toniziruyuschaya-voda-Eau-Dynamisante-Slarins_image_305_392

Сlarins-ის მატონიზირებელი წყალი Eau Dynamisante განსაკუთრებულადნაზი არომატით გამოირჩევა და მცენარეულ ექსტაქტებზეა დამზადებული. როგორც ამბობენ, წყალი, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, სხეულზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს, ატენიანებს კანს და მას სირბილეს ანიჭებს. განსაკუთრებული სიმსუბუქის შეგრძნებისთვის, ეს წყალი შეგიძლიათ შხაპის, ვარჯიშის შემდეგ გამოიყენოთ ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

Grusha-dlya-osvezhitelya-vozduha-Ambre-L-Occitane_image_305_392

L’Occitane-ის ჰაერის გამაგრილებელი საშუალება სახელწოდებით Ambre სახლის ერთგვარი სუნამოა. ლადანთან და სხვა უნიკალურ მცენარეებთან შერწყმული ტკბილი ვანილი თქვენს სახლში აღმოსავლურ არომატს და განწყობას შემოიტანს, განტვირთვაში დაგეხმარებათ და პოზიტიური განწყობით აგავსებთ. ეს პროდუქტი შეგიძლიათ ან ჰაერში აპკუროთ ან სულაც რბილ ავეჯზე, ფარდებზე ან საწოლის გადასაფარებლებზე გაასხათ.

Cprej-dlya-podushki-s-maslami-lavandy-i-vanili-Sleep-Bath-Body-Works_image_305_392

აი, ვისაც კონკრეტულად უძილობა გაწუხებთ, მაშინ Bath & Body Works-ის ლავანდას და ვანილის ბალიშის სპრეი Sleep თქვენთვის არის განკუთვნილი. ძილის წინ სპრეი მსუბუქად აპკურეთ ბალიშზე ან საწოლის თეთრეულზე და დანარჩენი ლავანდას და ვანილის ეთერზეთებს მიანდეთ - როგორც გვარწმუნებენ, მათი დახმარებით მარტივად შევძლებთ დამშვიდებას, გონების ზედმეტი ფიქრებისგან გამოთიშბას და მშვიდი ძილისთვის მომზადებას. არ მინდა გამომრჩეს, რომ ეს ბრენდი განსაკუთრებულად ზრუნავს გარემოზე და მის პროდუქტებში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და არ გადის ცხოველებზე ტესტირებას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები