ბლოგი:
ივნისი 20, 2015
ავტორი Anika
ლამაზი სახის კანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომელზეც თქვენი მონა-მორჩილი ანიკა ასე ხშირად საუბრობს ხოლმე: კანის სათანადოდ დაცვა მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, სახის მოვლის საშუალებების შერჩევისას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი სავალდებულოდ შეიცავს SPF-ს ანუ მზისგან დამცავ ფაქტორს. ზაფხულში, ვინაიდან მზის სხივები უხვად გვათბობს და ქუჩაში გასვლისთანავე ჩვენს კანზეც მომენტალურად, მაღალი ინტენსივობით ზემოქმედებს, დაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მათთვის, ვინც ტონალურ საცხს ზაფხულის ცხელ პერიოდშიც მოიხმარს, დღევანდელ პოსტში რამდენიმე ტონალურ საცხს შემოგთავაზებთ, რომლებიც სხვა სიკეთეებთან ერთად, SPF-საც შეიცავენ და კანს ნაადრევი დაბერებისგან და უსიამოვნო პიგმენტური ლაქების გაჩენისგანაც დაიცავენ.
Resilience Lift Extreme Radiant Lifting Makeup SPF 15, Estee Lauder - კრემ-პუდრა, რომელსაც ასაკსაწინააღმდეგო ხაზის ყველა უპირატესობა გააჩნია. წარმოდგენილია 6 სხვადასხვა ტონალობაში და გააჩნია საშუალოდან მსუყე დაფარვა (ჩემთვის ზაფხულის სიცხის გათვალისწინებით, ზედმეტად სქელი კონსისტენციაა, თუმცა, ეს ინდივიდუალურია, ვისთვის როგორ). ეს საცხი ამკვრივებს კანს და ერთგვარ ლიფტინგის ეფექტსაც იძლევა, ატენიანებს კანს და ჯანსაღ იერს ანიჭებს.
Teint Couture Long-Wearing Fluid Foundation SPF 20, Givenchy - მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზა, რომელიც მდგრადობით გამოირჩევა. ამ ბაზას მსუბუქი ტექსტურა აქვს, არ ახშობს ფორებს, იდეალურად ასწორებს სახის ტონს და კანის ტექსტურას.
All-in-One Healthy Glow Fluid SPF15 Les Beiges, Chanel - ეს ერთგვარი უნივერსალური ტონალური ფლუიდია (სითხე), რომელიც მასში შემავალი პუდრას უწვრილესი ნაწილაკების მეშვეობით მსუბუქად ასწორებს კანის ზედაპირზე არსებულ არასრულყოფილ მონაკვეთებს და აძლიერებს კანის ბუნებრივ მბზინვარებას. ჰიალურონის მჟავა კი, თავის მხრივ, კანს მომენტალურად ატენიანებს და კარგი ის არის, რომ ეს ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ეს ფლუიდი, ჩემ მსგავსად, ზაფხულში მსუბუქი დაფარვის მოყვარული მომხმარებლისთვისაა.
SPF 15 Photogenic Lumessence, Lancome - კანის გასწორების და სინათლის არეკვლის ეფექტის მქონე ეს ტონალური საცხი კანს ბუნებრივ, ჯანსაღ მბზინვარებას უბრუნებს, ერთგვაროვანს ხდის კანის ფერს და იმავდროულად დიდი ხნით ატენიანებს მას. საცხს ძალიან მსუბუქი ტექსტურა აქვს, იდეალურად ნაწილდება კანზე და 24-საათიან დატენიანებას უზრუნველყოფს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა