ბლოგი:
ივნისი 19, 2014
ავტორი Anika
ზაფხულის სიცხისგან ღონემიხდილს, როცა არათუ მუშაობა, არამედ არსებობაც კი გიძნელდება, ალბათ ყველაზე ნაკლებ ზედმეტი მაკიაჟი და კანისთვის სუნთქვაში ხელისშემშლელი ფაქტორები გვჭირდება. თქვენი არ ვიცი და მე განსაკუთრებულად ცხელ დღეებში მინიმუმამდე დამყავს ჩემი მაკიაჟი, მაგრამ არასდროს ვამბობ უარს წამწამების ლამაზად აპრეხვაზე. მარტივი ამოცანა არ გეგონოთ: ზაფხულში ისეთი ტუში გვჭირდება, რომელიც სიცხეში არ დადნება, ჩამოითხიპნება და შეძლებისდაგვარად ბუნებრივი იქნება. ასეთი ტუშის შერჩევას კი დრო და ექსპერტიზა სჭირდება. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ვიზაჟისტების მიერ რეკმენდირებულ რამდენიმე ახალ პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც ცხელ დღეებში თქვენს განიყრელ მეგობრებად შეიძლება იქცნენ.
Dior Addict It-Lash, Dior - დიორის ეს სიახლე წამწამებს ერთდროულად მოცულობას და სიგრძესაც მატებს და გამოხედვას გაცილებით მეტყველს ხდის. 4 სხვადასხვა ფერში - კლასიკური შავი, ლურჯი, იისფერი და ვარდისფერი - წარმოდგენილი სიახლე ძალიან მარტივი მოსაცილებელი - თბილი წყლით რამდენიმე წამში ჩამოიბანთ და მისთვის სულაც არ დაგჭირდებათ თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი სპეციალური საშუალებები.
Maxi Lash Waterproof Mascara, Guerlain - გერლენის პოპულარული ტუშის წყალგამძლე ვერსიაა. ტუშის უნიკალურობა მის სპეციალურ ფუნჯში მდგომარეობს, რომელიც ყველაზე სწორ და ჯიუტ წამწამებსაც კი უმკლავდება. გარდა ამისა, ტუშს ვარდის ნაზი სურნელი ახლავს და რაც მთავარია - მასთან ერთად აუზში ან ზღვაზე გაგრილების აღარ შეგეშინდებათ.
Truly Waterproof Mascara, Clarins - ასევე წყალგამძლე ტუშების კატეგორიიდანაა და ის განსაკუთრებულად ზრუნავს წამწამების ჯანსაღ მდგომარეობაზე. ზეითუნის ზეთზე და პომერანცის ყვავილის ცვილზე დამზადებული ტუში Colours of Brazil-ის კოლექციიდანაა და ამიტომაც, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ის სიცხესთან იდეალურად თავსებადი პროდუქტია. როგორც მწარმოებლები გვარწმუნებენ, ეს ტუში წამწამებზე 12 საათამდე ძლებს!
და ბოლოს, Clump Defy Extensions, Max Factor მათთვის არის იდეალური, ვისაც ჩემს მსგავსად, ტუშის რამდენიმე ფენად გადასმა აქვს ჩვევაში. ამ ტუშით ასეთი მანევრების გაკეთება თამამად შეგეძლებათ და თან მშვიდად იქნებით, რომ წამწამები ერთმანეთს არ მიეწებება. თანაც ტუში მოცულობასაც მატებს და თქვენს გამოხედვას კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის.
მომდენო პოსტამდე,
ანიკა