We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საუზმე ოჯახის ყველაზე პატარა წევრებთან

_from blog_:
_January_ 10, 2017
_by_ Anika
საუზმე დღის საკრალური რუტინაა, ყველაზე მნშვნელოვანი გასტრონომიული რიტუალი, რომელიც ჩვენს და ჩვენი შვილების მთელ დღეს განსაზღვრავს. სისტემატურად ჩამოყალიბებული საუზმის ჩვევები უკვე ცხოვრების წესს აყალიბებს, რომლის წლების შემდეგ შეცვლა უკვე საკმაოდ რთულია. ამიტომაც, თუ დროულად მივაჩვევთ ჩვენს შვილებს შეძლებისდაგვარად ჯანსაღი და სასარგბელო საუზმის მიღებას, ეს მათ შემდგომ ძალიან დაეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დრო შაქრის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანაა, ვინაიდან არაერთი კვლევა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საუზმე ყველაზე მეტადაა გაჯარებული ტკბილი პროდუქტებით. ამიტომაც, უპირველესი ამოცანა ამ ტკბილეულის განეიტრალებაა - სწორედ ამას გვირჩევენ კვების ექიმები. მაინდ როგორ უნდა მოვახეხოთ ეს?

1. "განახევრების" ტაქტიკა. თუ თქვენს შვილებს დილით ხილის იოგურტების მირთმევა უყვართ , მარტივ მეთოდს შეგიძლიათ მიმართოთ და ნახევარ იოგურტს ნახევარი ულუფა მაწონი შეურიოთ, ან თაფლიან და სიტკობით გაჯერებულ ბურბუშელას ნაკლებად შაქრიანი ბურბუშელა შეურიეთ სანახევროდ - მოკლედ, ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით შეგიძლიათ ეს განახევრევა-განეიტრალების მეთოდი გამოიყენოთ.

2. ყურადღებით შეარჩიეთ საბავშვო ბურბუშელა. ეტიკეტზე დააკვირდით, რომ თითო ულუფაზე (აღნიშვნა per serving) შაქრის შემცველობა 5 გრამს არ აღემატებოდეს. ალტერნატივად შეგიძლიათ უშაქრო ბურბუშელა შეიძინოთ და შემდეგ უკვე თქვენ თვითონ დაუტკბოთ სახლში - გაცილებით გონივრული იქნება.

3. ყოველთვის იქონიეთ მზადყოფნაში სხვადასხვა სახეობის ხილი, რომელსაც 'დამატკბობელის" ფუნქციით გამოიყენებთ - მაგალითად, ბუტერბროდს გადაუსვამთ არაქისის კარაქს და ზედ რომელიმე ხილს დაასკუპებთ ტკბილი გემოსთვის: ბანანის ან მარწყვის ნაჭერი ან სულაც ყურძენი, გააჩნია სეზონს და შესაბამის ხილს.

4. მაჭკატები და ბლინები შაქრის გარეშე დაამზადეთ და დასატკბობად ზემოდან ან თაფლი მოასხით ან ტკბილი ხილის ნაჭრები მოაყარეთ ან არაქისის კარაქი გადაუსვით - გადახედეთ სამზარეულოში არსებულ ნაკლებად ტკბილ ალტერნატივებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_