We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სახის ღრმა წმენდა სახლის პირობებში

_from blog_:
_June_ 20, 2016
_by_ Anika
რამდენადაც სახის სხვადასხვა ტიპის პროცედურების ჩატარება ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, განსაკუთრებით ჩემი კოსმეტოლოგის კაბინეტში, იმდენად არ მიყვარს და ყოველთვის მეზარება კონკრეტულად სახის წმენდის პროცედურა. ამიტომაც, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, სახლის პირობებში სისტემატურად ვიწმინდო, რომ პროფესიონალური წმენდა შედარებით იშვიათად დამჭირდეს. დღეს თქვენს გაგიზიარებთ რამდენიმე სახლის რეცეპტს, რომელიც ფორების გაწმენდაში დაგეხმარებათ.

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახის ფორების ორთქლით გახსნა, რაც მარტივად კეთდება: ადუღებულ, მდუღარე წყალს ვასხამთ კერამიკის ღრმა თასში, თავზე დავიფარებთ პირსახცს და დაახელოებით 10 წუთი ასე გავჩერდებით. არ დაგავიწყდეთ, კანი კარგად გაწმენილი და გასუფთავებული უნდა იყოს. ორთქლთან სახე ძალიან ახლოსაც არ მიიტანოთ.

ორთქლით სახის მომზადების შემდეგ, შეგვიძლია უკვე ნიღაბზე გადავიდეთ. ღრმა წმენდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შვრიის ნიღაბია, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

- ნახევარ ჭიქა შვრიას დავასხამთ ერთ ჭიქა წყალს და დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ. შემდეგ დავუმატებთ 2 წვეთ ლიმონის წვენს, გადმოვდგამთ ქურიდან და 20 წუთი დავაცდით გაგრილებას, რის შემდეგაც დავამატებთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს, კარგად მოვურევთ და 20-25 წუთით დავიდებთ სახეზე.

- ერთი სუფრის კოვზ ჟელატინს დავუმატოთ ერთნახვარი სუფრის კოვზი რძე, კარგად მოვურიოთ და მიკროტალღურ ღუმელში შევდგათ 10-15 წამით. შემთბარ მასას თითებით გადავისვამთ სახეზე, განსაკუთრებით კარგად ცხვირის ზონაზე და დავიტოვებთ დაახლოებით 30 წუთით, სანამ ნიღაბი კარგად არ გაშრება. ბოლოს ნიღაბს ნაზად მოვისხნით სახიდან.

- ორი ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი დავფხვნათ, დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი ბენტონიტის თიხა (ან სხვა ღია ფერის თიხა) და გავაზავოთ ერთნახევარი ჩაის კოვზი წყლით ისე, რომ პასტისებური მასა მივიღოთ. ამ ნიღაბს 7-10 წუთი სჭირდება დაახლოებით გაშრობამე, რის შემდეგაც ჩამოვიბანთ და წავისვამთ ჩვენს დამატენიანებელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_