წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სახის იდეალური ტონი

ბლოგი:
ოქტომბერი 31, 2012
ავტორი Anika
სახის მოვლა და მისი სილამაზი ხომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია?! ჰოდა, ამიტომაც, დღევანდელ პოსტში მინდა მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალური მაკიაჟის ხაზის Bobbi Brown-ის არტ დირექტორის, ედუარდო ფერეირას რჩევები გაგაცნოთ სახის იდეალური ფერის მისღწევად.

“ამ გენიალური სამეულის - კორექტორი, კონსილერი და ტონალური კრემი - თითოეული მონაწილე განსაკუთრებული “სიეშმაკით” არის შეიარაღებული. და თუ თქვენ ამ ფარულ არსენალს ფლობთ, მაშინ თავისუფლად შეძლებთ დაღლილობის კვალის გაქრობას და სახის ბუნებრივად ლამაზი ფერის მიღწევას,” ამბობს ფერეირა.



და მაინც რაში მდგომარეობს ეს ერთგვარი ”ეშმაკობები”:

  1. თავი აარიდეთ ვარდისფერი ტონალური საცხებს გამოყენებას, ვინაიდან ისინი სახეზე ნიღბის ეფექტს იძლევიან. უპირატესობა მიანიჭეთ ყვითელ პიგმენტზე დამზადებულ ტონალურ საცხებს - ისინი სახეზე ბუნებრივად და შეუმჩნევლად გამოყურებიან.

  2. იმისათვის რომ ტონალური საცხის ფერი იდეალურად ერწყმოდეს თქვენი სახის კანის ფერს, მაღაზიაში, ასეთი საცხის შერჩევისას, ის ხელზე კი არ გამოსცადოთ, არამედ ნიკაპის გაყოლებაზე გადაისვით და ისე შეაფასეთ.

  3. ტონალური საცხის სახეზე გადასასმელად ღრუბლის გამოყენებას არ გირჩევთ (ასეთი ღრუბელი კომპაქტური ტონალური საცხის და პუდრის შემთხვევაში არის მისაღები). თუ სპეციალურ ფუნჯს არ იყენებთ, უმჯობესია, ტონალური თითების დახმარებით გადაინაწილოთ, მხოლოდ გაითვალისწინეთ ერთი რამ: იმისათვის რომ დაბანის შემდეგ გამომშრალმა თითებმა ტონალური საცხის დამატენიანებელი კომპონენტი არ შეისრუტოს, წასმამდე აუცილებლად წაისვით ხელის კრემი.

  4. “რუმიანასთან” მიმართებაში ზომიერება გამოიჩინეთ და დაიმახსოვრეთ, რომ სახეს ყველაზე მეტად ვარდიფერი ტონალობის “რუმიანები” აცოცხლებს.

  5. ვარდისფერი კორექტორი კარგად ანეიტრალებს თვალის უპეების სილურჯეს. წაისვით ის მხოლოდ თვალების ქვეშ.

  6. კორექტორის მიერ შეცვლილი ფერი თვალების ქვეშ, კონსილერით უნდა დაფაროთ და გაასწოროთ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ კონსილერის ფერის იდენტური იყოს თქვენი სახის ფერისა ან ნახევარი ტონით უფრო ღია. კონსილერი წაისვით როგორს თვალის ქვეშ, ასევე მის ზედა ნაწილზეც.

  7. ტონალური საცხი სპეციალური ფუნჯით წაისვით და არ შეეხოთ თვალების ზონას. წაისვით შემდეგი მიმართულებით: სახის ცენტრიდან გვერდებისკენ. დაიწყეთ ცხვირის ბოლოებიდან და გადაინაწილეთ წემოთ ყვრიმალებისკენ და ქვემოთა მიმართულებით, შემდეგ შუბლის შუა ნაწილიდან გვერდებისკენ. შეეცადეთ, რომ ტონალური თხლად გადაინაწილოთ.


იმედი მაქვს, ეს რჩევები თქვენთვის გამოსაგები იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები