წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სახის კანის ახალი დამატენიანებელი საცხები ზაფხულის სიცხისთვის

ბლოგი:
ივლისი 09, 2013
ავტორი Anika
დატენიანება რომ ჯანმრთელი კანის მთავარი წინაპირობაა, ხომ გახსოვთ?! მაშინ ანიკას ბლოგში არაერთხელ შეხსენებული წესებიც გემახსოვრებათ: შიგნიდან დატენიანებაში დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის დალევა გვეხმარება, გარეგან დატენიანებაში კი საგანგებოდ ამ ხაზის ხარისხიანი პროდუქცია. სულ უფრო მზარდი და მრავალფეროვანი კოსმეტიკის ბაზარი ყოველ სეზონზე საინტერესო სიახლეებს და ინოვაციებს გვთავაზობს ამ მიმართულებით, მოდით, ამიტომაც, დღეს დამატენიანებელი ხაზის რამდენიმე ახალ პროდუქტს გავეცნოთ.

ccff7fff3b2807b6ce560760b7bf832f

ცნობილმა ფრანგულმა კოსმეტიკურმა ლაბორატორიამ Decléor, რომელიც არსებობის ორმოცწლიან ისტორიას ითვლის, ცოტა ხნის წინ დამატენიანებელი კოსმეტიკის ახალი ხაზი Hydra Floral Multi-Protection გამოუშვა. სანამ დეტალებზე გადავალ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს დამატენიანებლები სწორედ რომ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის არის იდეალური თავისი შემადგენლობით: კოლექციაში შემავალი 4 ახალი პროდუქტი ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანია კონსისტენციით. ხაზში ორ დამატენიანებელ სახის საცხთან ერთად BB-კრემი და სახის ნიღაბი შედის.

b82130e8d8d4b39d699992a805549ed4

როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ახალი საცხები კანს სათანადოდ ატენიანებენ, მას აუცილებელ დაცვას ანიჭებენ და კანს ბზინვარებას და ახალგაზრდულ სხივს უბრუნებენ. კოლექციაში შემავალ ყველა პროდუქტს რამდენიმე მთავარი ინგრედიენტი აერთიანებს: ნეროლის ეთერზეთი, ზეთოვანი მორინგის ექსტრაქტი, მზესუმზირის ექსტრაქტი, ზღვის კრიტმუმი კანში სითხის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ბარიერს ქმნიან და კანის ბარიერულ ფუნქციას აძლიერებენ.

7f9320ab559e85ea8c1c246600245d38

ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელმა Chanel-ის მოდის სახლმა ზაფხულის სიცხეში სახეზე საცხების გადასმის უხერხულობები და შესაძლებელი კომფორტის მომგვრელი ელემენტები კარგად გათვალა და ამ სეზონზე Hydra Beauty Chanel-ის დამატენიანებელ ხაზს ორი ახალი, რაც მთავარია, ძალიან გამოსადეგი პროდუქტი დაუმატა: სახის გამაგრილებელი სპრეი Essence Mist  და თვალის ირგვლის წსასმელი გელი Gel Yeux. ამ ხაზში შემავალი ყველა პროდუქტი კამელიის და კუნძულ მადაგასკარზე მოპოვებული ლურჯი კოჭას ექსტრაქტზე მზადდება და საგანაგებოდ კანის დატენიანებაზე და დამცავი ბარიერის ფუნქციის აღდგენაზე არის მორგებული.

4d8d0363abdf9e0908882c43764983ec

Essence Mist-ის სპრეი კანს სიგრილეს ანიჭებს, ატენიანებს და ენეგიით ავსებს მას და ამასთან ერთად ბზინვარებასაც ანიჭებს. ზომის გამო, ის ადვილად შეგიძლიათ ხელჩანთაში ჩაიგდოთ და დღის განმავლობაში, საჭიროებისამებრ შეიპკუროთ ხოლმე. რაც შეეება მეორე სიახლეს - თვალის გელს, რომელსაც უმსუბუქესი და უთხელესი ტექსტურა გააჩნია, ის პირველი ნაოჭების გაჩენის წინააღმდეგ არის მიმართული და იმავდროულად თვალის უპეების სიშავეებსაც ებრძვის. მისი გამოყენება დილით და ღამით არის რეკომენდირებული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები