We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სახის მოვლის ნობელიანტი პროდუქტები

_from blog_:
_August_ 30, 2012
_by_ Anika
ამ პოსტის სათაური ყველაზე უცნაური და მოულოდნელია, ალბათ, ანიკას ბლოგის არსებულ წერილებს შორის. დღეს მეცნიერებაზე საუბარს არ ვაპირებთთქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ - დღევანდელი თემა სწორედ რომ მეცნიერებაში მომხდარი გადატრიალებებია, რომლებიც, თავის მხრივ, კოსმეტიკის სფეროს ინოვაციებს დაედო საფუძვლად.

YSL-ის რევოლუციურმა, გამაახალგაზრდავებელმა ხაზმა სამეცნიერო სამყაროსთან ერთად, მოდის სამყაროც “შეაზანზარა”. ამბობენ, მომლოდინეთა სიის მოწინავე რიგებში, მომღერალი რიანა და ვიქტორია ბექჰემი იყვნენ განთავსებულიო. არც უნდა იყოს გასაკვირი - Forever Youth Liberator-ის ხაზი ხომ კოსმეტოლოგიაში არსებული ნებისმიერი სხვა პროდუქციისგან რადიკალურად განსხვავდება. მას საფუძვლად 1999 წელს ამერიკელი ბიოლოგის, ნობელიანტი გიუნტერ ბლობელის მიერ უჯრედშიდა განახლების მექნიზმი უდევს საფუძვლად.

რაში მდგომარეობს ამ გამაახალგაზრდავებელი ხაზის უპირატესობა? მოკლედ რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა პირველად გააკეთეს აქცენტი გლიკანებზე. “ყველა დნკ-ზე და ღეროვან უჯრედებზე არის გადართული. ჩვენ კი გამოვარკვიეთ, რომ კანის მდგომარეობაზე არანაკლებ დიდი გავლენა გლიკანებს აქვთ, რომელთა რაოდენობაც ასაკთან ერთად იკლებს - ამბობს ამ ხაზის ერთ-ერთი შემქმნელი ბრუნო ბერნარი - წლების განმავლობაში კოლეგებთან ერთად სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით, გვინდოდა ისეთი რამ შეგვექმნა, რომელიც ამ დანაკლისის ანაზღაურებას და შევსებას შეძლებდა. საბოლოოდ, გამოგვივიდა კიდეც! Glycanactif სამი, ხელოვნურად სინთეზირებული გლიკანის ნარევია, რომლებიც სრულიად იდენტურია ჩვენს კანში არსებული გლიკენებისა”.

როგორც ირკვევა, Forever Youth Liberator-ის ხაზში შემავალ პროდუქტებში Glycanactif-ის ყველაზე დიდი კონცენტრაცია ახალ შრატშია, რომელიც ერთკვირიანი მოხმარების შემდეგ კანს სიმკვრივეს და ტონუსს უბრუნებს.



არ მინდა გამომრჩეს კიდევ ერთი ნობელის პრემიით შთაგონებული პროდუქტი - Lancaster-ის ღამის საცხი Suractif, რომელიც ღამის განმავლობაში ინტენსიურად აახალგაზრდავებს კანს ცილების სინთეზზე ზემოქმედების გზით და რომელსაც საფუძვლად 2004 წლის ქიმიის ნობელიანტი კვლევა უდევს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_