წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სახის ქიმიური პილინგი - ღირს თუ არა გაკეთება?!

ბლოგი:
ივნისი 02, 2016
ავტორი Anika
დასავლეთში ქიმიური პილინგების ბუმი 1990-იანი წლებში მძვინვარებდა, 2000 წლისთვის ეს აჟიოტაჟი ტექნოლოგიურმა წინსვლამ და ახლადგამომცხვარმა ლაზერულმა პილინგებმა მიაჩუმა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქიმიურმა პილინგმა მიძინებული პოპულარობის ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო და დღეისთვის, როგორც წამყვანი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, ისევ მყარად დაიმკვიდრა თავი. კანის რეგენერაციის, დაზიანებული მონაკვეთების მაქსიმალური აღდგენის, ნაოჭების გასწორების მიზნით, სულ უფრო მეტი ადამიანი აკეთებს დღეს ამ პროცედურაზე არჩევანს. და მაინც, ღირს თუ არა მისი გაკეთება? თუ კი, რატომ? დღევანდელ პოსტში საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ამ პროცედურის შესახებ, დასკვნები კი თავად გააკეთეთ.

1. ასეთი პილინგი აძლიერებს თქვენი კანის ფუნქციონირებას და მისი მოვლის პროდუქტების ეფექტიანობას. რამდენიმე წუთის განმავლობაში მჟავა მკვდარ უჟრედებს აცილებს და ჯაჭვურ რეაქციას იწვევს: ზედა მკვდარი უჯრედების მოცილებით ქვედა შრეებში მყოფ ცოცხალ უჯრედებს სიგნალი ეგზავნებათ, რომ გამრავლდნენ და ზემოთ აიწიონ, გაზარდონ კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავება. პილინგის შემდეგ თქვენი სახის მოვლის პროდუქტები გაცილებით უკეთ აღწევენ კანში და შესაბამისად, უფრო ძლიერ შედეგს იძლევიან.

2. ახლა გაცილებით ნაკლებ სარისკოა პილინგის ჩატარება მუქი კანის შემთხვევაში. თუ ადრე კოსმეტოლოგები ერთი სახეობის მჟავას ანიჭებდნენ უპირატესობას და მას მაღალი კონცენტრაციით იყენებდნენ, ახლა უკვე რამდენიმე სახის დაბალპროცენტული მჟავის გამოყენება ხდება, რაც კანს ნაკლებად აღიზიანებს და რეაბილიტაციაც ნაკლებია საჭირო.

skin-chemical-peel

3. პროფესიონალის მიერ ჩატარებულ პილინგს შესწევს უნარი, ბოლო მოუღოს აკნეს და მისგან დატოვებული ნაიარევი მაქსიმალურად შეამსუბუქოს. დერმატოლოგების თქმით, ასეთი პროცედურისთვის, როგორც წესი, სალიცილის მჟავას იყენებენ, რომელიც კანში ღრმად აღწევს, ხსნის ფორებს, ხელს უწყობს ფერიმჭამელების გაქრობას.

4. სხვა პროცედურებთან შედარებით უფრო ეფექტიანად შეუძლია მელაზმას - მუქი ლაქები, რომლებიც ჰორმონალური ცვლილებების შედეგად ჩნდება (ორსულობა, ჰორმონალური მედიკამენტების მიღება, მზე) - ალაგმვა. მართლია, მელაზმას სამუდამოდ თავიდან მოცილება დღეისთვის ჯერ კიდევ არაა შესაძლებელი, მაგრამ ქიმიური პილინგების, სპეციალური გამაღიავებელი საცხების, მაღალი SPF-ის მქონე დამცავი საცხების მეშვეობით შესაძლებელია მისი მაქსიმალურად განეიტრალება.

5. ის გაცილებით ხელმისაწვდომია ფინანსური თვალსაზრისით, ვიდრე მსგავსი შედეგის მქონე ლაზერული თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით შესრულებული პროცედურა. თუმცა, ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევებში.

მოკლედ, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ, პროფესიონალ კოსმეტოლოგთან და შესაბამისად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროცედურა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები