ბლოგი:
ივლისი 23, 2015
ავტორი Anika
დღევანდელი ეკოლოგიური პირობების, თავის მოვლის საშუალებების ძნელად გასაკონტროლებელი ხარისხის, იმ ათასგვარი ქიმიური დანამატების გათვალისიწინებით, რასაც მბზინვარე და ადვილად დასავარცხნი თმის ეფექტისთვის იყენებს ბევრი მწარმოებელი და ასევე სალონის პირობებში თმის ცხელი საშრობის სულ უფრო ინტენსიურად გამოყენების ფონზე, ბუნებრივად ხშირი, ჯანსაღი და მბზინვარე თმის შენარჩუნება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მითიური ხდება. რაც არ უნდა კარგი გენეტიკა გვქონდეს ამ მხრივ, დამატებით მოვლა ჩვენს თმას, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ღებვას ვიწყებთ, აუცილებლად სჭირდება, ზოგს მეტი, ზოგსაც - ნაკლები. მოკლედ, დღევანდელ პოსტში რამდენიმე სასარგებლო თმის ნიღბის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელთაც სახლში მარტივად დაამზადებთ ბუნებრივი და იაფი ინგრედიენტებისგან და თანაც ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა შემადგენლობის ნიღაბს ისვამთ თმაზე.
პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ როგორი ტიპის თმა გვაქვს: ნორმალური, მშრალი (როცა თავის კანზე ცხიმის გამოყოფა შემცირებული, რის გამოც თმა ადვილად შრება და ნაკლებად მბზინვარეა) თუ ცხიმიანი (აქ ცხიმის გამოყოფა პირიქით გაძლიერებულია და შესაბამისად თმა ადვილად ცხიმიანდება, წებოვანი და არასასიამოვნო შესახედი ხდება). თმის ტიპის განსაზღვრის შემდეგ უკვე ვარჩევთ კონკრეტულ ნიღაბსაც.
ცხიმიანი თმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ეფექტური კვერცხით დამზადებული ნიღაბია. ვიღებთ 1 კვერცხს და 2 ჩაის კოვზ კონიაკს, კარგად ავთქვეფთ კვერცხს, შევურევთ კონიაკს, მოვურევთ და ნელ-ნელა შევიზელთ თმის ძირებში. ნიღაბს გავიჩერებთ 15-20 წუთი, შემდეგ შამპუნით და თბილი წყლით ჩამოვიბანთ.
ძალიან ეფექტური ყოფილა ცხიმიანი თმისთვის ასევე ფიჭვის ნიღაბი, რისთვისაც მწვანე ფიჭვის ღერები დაგვჭირდება 3 სუფრის კოვზი და 1 ლიტრი წყალი. ფიჭვის ღერებს ვასხამთ მდუღარე წყალს და ვდგამთ ცეცხლზე 20 წუთით და ვადუღებთ. შემდეგ ნახარში გადავწუროთ, გავაგრილოთ და კარგად შევიზილოთ მშრალ თმის ძირებში. ამ ნიღაბის გაკეთება რეკომენდირებულია დღეგამოშვებით, ერთი თვის განმავლობაში.
რაც შეეხება მშრალ თმას, მათი ხშირი დაბანა არ არის რეკომენდირებული: 5-7 დღიან ინტერვალის დაცვას თუ მოახერხებთ, ძალიან კარგი იქნება. დაბანამდე კი სასურველია თანაბარი რაოდენობის წყლის, აბუსალათინის და ზეითუნის ზეთისგან დამზადებული ნარევის ძირებში შეზელვა.
თუ ხშირი გაღიავების და ღებვისგან თმა გამოფიტული და ადვილად მსხვრევადი გახდა, ასეთ შემთხვევაში ეფექტურია ბირკავას (репейное масло) და აბუსალათინის ზეთზე დამზადებული ნიღაბი. ვიღებთ 1 -1 ჩაის კოვზ ბირკავას და აბუსალათინის ზეთს, ვამატებთ 2 ჩაის კვზ ლიმონის წვენს, კარგად ავურევთ და ამ ნიღაბს შევიზელთ როგორც თმის ძირებში, ასევე სიგრძეებზეც. ამის შემდეგ პოლიეთილენის ქუდს შემოვიკრავთ თავზე და შემდეგ თბილ პირსახოცს. ეს ნიღაბი 1-2 საათი უნდა გავიჩეროთ, შემდეგ კი შამპუნით და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
სხვადასხვა ქიმიური პროცედურების თუ ღებვის შედეგად დაზიანებული თმის აღსადგენად კარგია შემდეგნაირი ნიღაბი: ერთმანეთში ავურებთ ერთი კვერცხის გულს, 2 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს, 5 გრამ საფუარს და ერთ სუფრის კოვზ ნაღებს. ამ ნაზავს ორთქლზე შევათბობთ, შევიზელთ თმის ძირებში, თავზე მოვიზურავთ პოლიეთილენის ქუდსა და თბილ პირსახოცს და ნახევარი საათის შემდეგ შამპუნით და თბილი წყლით ჩამოვიბანთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა