We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საზაფხულო არომატები

_from blog_:
_April_ 21, 2016
_by_ Anika
ზაფხულამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა, მგონია, რომ სასიამოვნო პარფიუმერიაზე საუბარი - აი, ისეთზე, ზაფხულის ცხელ დღეებს შედარებით გრილს და ერთობ განსაკუთრებულს რომ გახდის - არასდროს არის ნაადრევი. დღეს რამდენიმე ასეთ სურნელს გაგაცნობთ:

w960

Tom Ford, Neroli Portofino Aqua - სურნელის თაყვანისმცემლებს თუ დავუჯერებთ, ზაფხულის პერდიოში ამ არომატს თერმული წყლის ძალა აქვს: ავსებს ენერგიით,  მომენტალურად აცოცხლებს და მარტივად შეუძლია, ზღვისპირას ყოფნით გამოწვეული დადებითი მოგონებები თუ ემოციები გაგიღვიძოთ. ამ არომატში ზღვის წყლის და ტალღების სურნელთან ოსტატურად არის შეზავებული ციტრუსების ნოტები. ამ სურნელის ერთადერთ უარყოფით მხარედ მისი ნაკლებად მდგრადი ხასიათი მიიჩნევა: დილის მაკიაჟის შემდეგ სურნელის შეპკურებისას, იმის იმედად ნუ იქნებით, რომ არომატი საღამომდე გასტანს. ყოველი შემთხვევისთვის, ჩანთაში მაინც იქონიეთ.

w960-1

Carrot Blossom & Fennel, Jo Malone - არ ვიცი, რა ასოციაციები შეიძლება გაგიჩნდეთ, როცა სუნამოს სახელწოდებაში სტაფილოს და კამას ამოიკითხავთ, მაგრამ ინტერნეტში არსებულ მიმოხილვებს თუ ვენდობით, ეს ძალიან გრილი სურნელია და არანაირად არ მოგაგონებთ თქვენი შვილის ბოსტნეულის პიურეს. მართალია სტაფილოსა და კამის ნოტები მასში ნამდვილად არის, თუმცა, ის იდეალურადაა დაბალანსებული გარგარის, მუშკისა და პაჩულის ნოტების რბილი ნაზავით.

ბოსტნეულთან მწყრალად მყოფებისთვის, მეორე ალტერნატივა Jo Malone-ისგან ოდეკოლონი Red Roses შეიძლება იყოს: ძალიან მარტივი, გრილი წითელი ვარდების არომატი. ოდნავ მოტკბო სურნელი აქვს, თუმცა ზაფხულის სიცხეებისთვის ზომიერად ყვავილოვანი და გაწონასწორებული არჩევანია.

w800

Blue Santal, Commes des Garcons - ტომ ფორდის მსგავსად, ეს არომატიც ზღვის ტალღების და სანაპიროს სურნელს მოგაგონებთ. როგორც ამ ბრენდის ყველა სუნამო, არაბანალური და სხვებისგან განსხვავებულია, არ არის ზედმეტად მძაფრი, პირიქით უფრო სიმსიბუქისკენაა და საკმაოდ მდგრადია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_