ბლოგი:
მაისი 26, 2012
ავტორი Anika
საერთოდ, მგონია, რომ ქალმა თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი საკუთარი გარეგნობის და სიტუაციის მიხედვით უნდა შეარჩიოს. თუმცა, რაც არ უნდა ვუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ ეს "ტრენდები" ჩვენი ინტერესის სფეროს სცილდება, მაინც ყოველთვის ახერხებს სეზონიდან სეზონზე მომხდარი ცვლილებები ჩვენი ყურადღების მიპყრობას: რა ტიპის ვარცხნილობაა აქტუალური, რა ტონალობებში შევიღებოთ თვალები, ფრჩხილებისთვის ნათელი და მკვეთრი ლაქი შევარჩიოთ თუ პირიქით, ნეიტრალური და პასტელური გამა.
მოკლედ, ამ სეზონის მაკიაჟის ტენდენციები მინდა გაგიზიაროთ ცნობილი სტილისტებისგან, დანარჩენი კი, თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ესადაგება ეს ფერი თქვენს გარეგნობას თუ გუნება- განწყობას.
ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ტენდენცია 1960-იან წლების კინოვარსკვლავებით ინსპირირებული მინიმალისტური და გრაფიკული მაკიაჟია: სოფი ლორენის სქელი წამწამები და მოცულობითი ტუჩები (ისე როგორც ეს დოლჩე და გაბანას ჩვენებაზე იყო) და ელიზაბეტ ტეილორის საკულტო წაგრძელებული თვალის ფანქარი. Chanel-ის ვიზაჟისტი პიტერ ფილიპსი გვირჩევს, რომ თვალის ფანქრის დასაკორექტირებლად დემაკიაჟის სითხეში დასველებული ბამბის ჩხირი გამოვიყენოთ.
მინიმალიზმის ალტერნატივა ამ სეზონზე თოჯინის ეფექტის მქონე ვარდისფერ პალიტრაში გადაწყვეტილი მაკიაჟია: თვალის ჩრდილები, ფრჩხილის ლაქები, ტუჩის მბზინავები და საცხები - ყველაფერი, რაც კი ე.წ baby doll სტილის განსასახიერებლად გჭირდებათ. Guerlain- ის არტ- დირექტორი ოლივიე ეშოდმეზონი ვარდისფერთად დაკავშირებით შემდეგს გვირჩევს: " ვინაიდან ვარდისფერი თვალის ფერს უსვამს ხაზს, ამიტომ მუქი ფერის თვალების შემთხვევაში, უმჯობესია ნათელი, ბზინავი ვარდისფერის გამოყენება, მწვანე- ცისფერი თვალების შემთხვევაში კი - ღრმა, ჩამჯდარი და ბზინვარებას მოკლებული ვარდისფერი აჯობებს.
ვინც არც პირველი და არც მეორე არჩევანით მოიხიბლეთ, შეგიძლიათ საფარის პალიტრისკენ გადაინაცვლოთ. ოდნავ გარუჯული კანი და მზის ფერებში გადაწყვეტილი ფრჩხილები, ტუჩები და თვალები ყველაზე თამამი და გაბედულებისთვის არის. იმისათვის, რომ კანი მოვლილად გამოიყურებოდეს, ვიზაჟისტები გვირჩევენ, სახის კონტურებზე და ყვრიმალებზე ბრონზის ეფექტის მქონე პუდრის გამოყენებას. შუბლს და ცხვირს რაც შეეხება, ამ მიდამოებში ფუნჯით ოდნავ შეხებაც საკმარისი იქნება.
წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ალბათ, განსაკუთრებით ახლო იქნება ცისფერიდან ლურჯში გარდამავალი პალიტრა: სველი ეფექტის მქონე თვალის ჩრდილები, ფირუზისფერი-ცისფერი ფრჩხილები და თვალები - ვიზაჟისტები მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფემერულ მაკიაჟს გვთავაზობენ.
მოკლედ, თამამ ექსპერიმენტებს გისურვებთ!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა