წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საზაფხულო nude მაკიაჟი ჟიზელ ბიუნდჰენის მსგავსად

ბლოგი:
ივლისი 26, 2015
ავტორი Anika
ბუნებრივი, ე.წ. nude მაკიაჟი ალბათ, იმისთვის გამოიგონეს, რომ ყველაზე არამოსაბეზრებელი რამაა, ნებისმიერი სტილის ქალს შეიძლება მოერგოს და მისი ტარება სრულიად ადექვატური და უსაფრთხოა წლის და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მოკლედ, პირადად მე nude მაკიაჟის დიდი მოყვარული და მომხმარებელიც ვარ და თუ ჩემნაირები ანიკას ბლოგის მკითხველებში მოიძებნებით (დარწმუნებული ვარ არაერთი) მაშინ აუცილებლად გექნებათ შემჩნეული შანელის ბოლო სარეკლამო კამპანია, სადაც Les Beiges ხაზის სახე ცნობილი ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენია. დღეს სწორედ შანელის სახლის ვიზაჟისტის კონკრეტულ რჩევებს გაგიზიარებთ, თუ როგორ გავიმეოროთ ეს ერთი შეხედვით მარტივი მაკიაჟი.

nude-მაკიაჟის უმთავრესი წესი სახის კანის სათანადოდ დატენიანება და შესაბამისი ტონალური საცხის შერჩევაა. ვიზაჟისტის რჩევით, უმჯობესია დამატენიანებელი შრატის გამოყენება, რომელიც მომენტალურად შეიწოვება კანზე და სწრაფადვე ატენიანებს, ამის შემდეგ კი თხელი, ნახევრადგამჭვირვალე ტონალური საცხი უნდა გადავისვათ. ზოგადად, nude-მაკიაჟისთვის მეტწილად ყავისფერ ტუშს იყენებენ, თვალის ჩრდილების ნაცვლად კი ბეჟ ან ყავისფერ თვალის ფანქარს, რომელსაც ნაზად, ფუნჯით შეიზელთ ქუთუთოს გასწვრივ.

450@590@61bde654cf1f7e30676906c9e7fe914e-YjI0NmY0ZWY4OA

რაც შეეხება პომადას, მისი გადასმა ხელის თითების ბალიშებით არის რეკომედირებული: ასე უფრო მარტივად გავაკონტროლებთ ფერის ინტენსივობას. ბოლო შტრიხის სახით კი, სახის კონტურებზე ჰაილათერს გადავისვამთ და ასე ბუნებრივ მბზინვარებასაც მივიღებთ.

კონკრეტულად რომელი პროდუქტების გამოყენებით შეგვიძლია შანელის Les Beiges კოლექციის მეშვეობით ჟიზელ ბიუნდჰენის nude-მაკიაჟის შექმნა?

1. პირველ რიგში, Hydra Beauty Micro Serum-ით ვიტენიანებთ სახის კანს, თვალის ირგვლივ კი Hydra Beauty Gel Yeux შევიზელთ.

450@590@dc0d016c9f22b991247f0bf8703a910a-YWU2NzAxZTM1OA

2. ტონალური საცხის სახით Les Beiges ტონალურ სითხეს (ფლუიდს) გამოვიყენებთ, რომელსაც ხელის თითებით მსუბუქად გადავინაწილებთ სახეზე.

3. წარბების გამოსაკვეთად, წარბების მოვლის სპეციალურ პალეტს - Le Sourcil de Chanel გამოვიყენებთ.

450@590@c69bfb1f5aba96dfc5ce0d6777bc61f9-NmE0ZDgyN2Q2OA

4. ზედა ქუთუთოზე, წამწამების ხაზის გაყოლებაზე ბეჯ-ოქროსფერ ტონალობის ჩრდილს გადავისვამთ ჩრდილების პალეტიდან Les 4 Ombres Tisse Mademoiselle და შემდეგ წარბების მიმართულებით გადავანაწილებთ და შევიზელთ. იმავე ტონალობის ჩრდილს წავისვამთ ქვედა ქუთუთოზე და ამით გამოხედვას მეტ მიმზიდველობას მივანიჭებთ.

5. წამწამებზე შავი ფერის ტუშს Inimitable Intense გამოვიყენებთ, როგორც ზედა, ასევე ქვედა წამწამებზეც.

450@590@80189cf1ba37084ea76c304ad778e769-MDI4ZGRkZDNmYw

6. სახეზე გადავისვამთ პუდრას Les Beiges 20.

450@590@996c9b20034b6be015bd186c0dbcb815-ZDVmYzMyMWZlYg

7. ტუჩებზე გამოვიყენებთ კოლექციის სიახლეს - ტუჩის დამატენიანებელ ბალზამს Les Beiges N10.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები