წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საზიანოა თუ არა ჰიპერპიგმენტაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია

ბლოგი:
სექტემბერი 08, 2014
ავტორი Anika
კოსმეტოლოგების და დერმატოლოგების განცხადებით, ბოლო წლებშ განსაკუთრებით იმატა ქრონიკული ჰოპერპიგმენტაციის ჩივილის მქონე პაციენტების რიცხვმა. მათ რაოდენობრივად ისეთი პაციენტები მოსდევენ, რომელთაც აკნეს შემდეგ მუქი ფერის ლაქები რჩებათ სახეზე. აკნესთან ბრძოლას რაც შეეხება, ამას დღევანდელ პოსტში არ შევეხებით - დღეს კონკრეტულად ჰიპერპიგმენტაციის პრევენციაზე და ამ მუქი ლაქების თავიდან მოცილების ყველაზე ჯანსაღ მეთოდებზე გესაუბრებით.

ჰიპერპიგმენტაციად კანზე გაჩენილ მუქ ლაქებს/მონაკვეთებს მოიხსენიებენ, რაც მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის ყველაზე ხშირი მიზეზეი მელანინის მომატებული რაოდენობით გამომუშავებაა. მელანინი პიგმენტების კონკრეტულ ჯგუფს გულისხმობს, რომელიც თმის, კანის, ფრჩხილების და თვალების პიგმენტაციაში იღებს მონაწილეობას. რიგ ეთნიკურ ჯგუფებს ბუნებრივად უფრო ჭარბი რაოდენობის მელანინი ახასიათებთ და შესაბამისად, უფრო ადვილად ემართებათ ჰიპერპიგმენტაცია, ვიდრე სხვებს. ზოგ შემთხვევაში, ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება გარკვეული მდგომარეობით იყოს გამოწვეული: მაგალითად, მერკურით ინტოქსიკაციით ან ედისონის დაავადებით. ჰიპერპიგმენტაცია მელაზმას სახელწოდებით ბუნებრივი მოვლენაა ორსულებში, რაც ჰორმონალური ცვლილებებით არის განპირობებული და მშობიარობის შემდეგ გამოსწორდება. მოკლედ, გამომწვევი ფაქტორები ასე თუ ისე გავარკვიეთ. ახლა განვსაზროთ, როგორ ვებრძოლოთ ჰიპერპიგმენტაციას და როგორ ავიცილოთ ის თავიდან.

bb_p

პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი მზისგანდამცავი საცხის გამოყენებაა - ყოველ დილას, სახლიდან გასვლამდე წავისვათ მაღალი SPF-ის მქონე დღის საცხი. და ნუ დაუჯერებთ მითს იმის შესახებ, რომ მუქი კანი მზეზე არ იწვება და მას მზისგან დამცავის წასმა არ სჭირდება: მზე ნებისმიერი ტიპის კანს აზიანებს და ამიტომაც, დაცვა სჭირდება უკლებლივ ყველას. თუმცა, ულტრაიისფერი სხივების გარდა მავნე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ ასევე მთელ რიგ ისე პროდუქტებს, რომელთაც ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად ვიყენებთ. საუბარია ქიმიური შემადგენლობით გაჯარებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე და ისეთ შემთხვევებზე, როცა მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად ზედმეტ ექსფოლიაციას ვიკეთებთ და ამით კანს კიდევ უფრო მეტად ვაზიანებთ და ანთებით კერას უფრო მგრძნობიარეს ვხდით: ასეთ დროს ჰიპერპიგმენტაცია შესაძლოა მეტად გაუარესდეს კიდეც. ამიტომაც, ჰიპერპიგმენტაციისკენ მიდრეკილ კანთან მიმართებაში უნდა ვიმოქმედოთ ზომიერად, მივმართოთ არააგრესიულ კოსმეტიკურ მანიპულაციებს. ასეთ დროს კოსმეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც საუკეთესო ანტიოქსიდანტს წარმოადგენენ და დადებით მოქმედებენ ქრონიკულ ჰიპერპიგმენტაციაზე.

48

მოკლედ, თუ ჩვენ ჰიპერპიგმენტაცია გვაწუხებს, კანი კი არ უნდა „დავსაჯოთ“ რადიკალური და მძიმე მანიპულაციებით, არამედ პირიქით, ზომიერ პროცედურებს უნდა მივმართოთ და პროდუქციაც სათანადო გამოვიყენოთ. მართალია, ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ჯადოსნური პროდუქტები საოცარ შედეგებს გვპირდებიან, უკვე არსებული ჰიპერპიგმენტაციის პირობებში ძლიერი მჟავის პილინგები სასურველი ნამდვილად არ არის. ალტერნატივის სახით კოსმეტოლოგები ბუნებრივი მჟავების - ლაურინის მჟავა, ამინო მჟავები ან ასკორბინის მჟავა - გამოყენებას გვირჩევენ, რომელთაც შევხვდებით ბრინჯში, ქოქოსის ზეთში, ზეითნის ზეთში და ციტრუსოვან ხილში. ენზიმებიც არაჩვეულებრივი არჩევანია კანის უჯრედების ზომიერი ექსფოლიაციისთვის, მათი დაზიანების გარეშე. ამას გარდა, ნატურალური თაფლიც ძალიან კარგი ალტერნატივაა კანის გასაწმენდად, ისევე როგორც ბრომელანის ენზიმის შემცველი ანანასის და პაპაიას ხილი.

ამ ყველაფერთან ერთად, ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალოდ, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს კანის „შიგნიდან გამოკვება“: დაბალანსებული საკვები რაციონი, რაც გულისხმობს უხვად ფოთლოვანი ბოსტნეულის, კალციუმით მდიდარი ცილოვანი საკვების (მაგ, ორაგული), ვიტამინებით მდიდარი ხილისა და დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღებას.

სილამაზეს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები