We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სექტემბრის პარფიუმერული სიახლეები

_from blog_:
_September_ 19, 2014
_by_ Anika
რამდენიმე დღის წინ ჩემი საშემოდგომოდ გადანახული სუნამო გამოვიღე და საძინებლში, სარკის წინ ამაყად გაშლილ კოსმეტიკუტ საშუალებებეში მოწანავე პოზიციაზე მოვათავსე. შემოდგომის სურნელს ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: ჩემთვის ასე სასიამოვნოდ გაგრილებულ ჰაერთან და შეყვითლებული ფოთლების შარიშურთან ერთად უმალვე მოდის ხოლმე ინტენსიურ, მძაფრ და როგორც ჩემი მეგობრები ეძახიან "არაამქვეყნიურ" არომატებში გახვევის მოთხოვნილება - ასეთია ჩემი შემოდგომა. შეიძლება ითქვას გამიმართლა, რომ წელს შემოდგომას პარფიუმერულად შემზადებული შევხვდი, თუმცა ახალი აღმოჩენების ძიებაში ეს ხელს ვერ შემიშლის. მათ კი, ვისაც ჯერ ახალი სეზონისთვის შესაფერისი სურნელი არ შეგირჩევიათ, სექტემბრის ახალ არომატებს გაგაცნობთ.

ნიშური პარფიუმერიით დავიწყებ.

2_SeLutens

ცნობილი პარფიუმერის სერჟ ლუტანის ახალი სუნამო "L'Orpheline" ლადანის, მუსკუსის და კასტორეუმის ნოტებს აერთიანებს და როგორც ამბობენ, იდუმალებით მოცულ სურნელში გახვევას გვპირდება.

Презентация PowerPoint



Nepal Aoud, Montale - ფრანგი პარფიუმერის პიერ მონტალის ბოლო პერიოდის ექსპერიმენტები უდის (მგონი, ასე უნდა ითარგმნებოდეს ქართულად, სხვა შესატყვისი ვერსად მოვიძიე) ინგრედიენტის თემაზე ამჯერად ნეპალს გასწვდა: ახალ სეზონზე უდი მუსკატის კაკალის, ბულგარული ვარდის, თეთრი მუსკუსის და ტყავის არომატებთან არის შეზავებული.

6_Jo_Malone



ბრიტანული ბრენდის ჯო მალოუნის ახალი არომატი Wood Sage & Sea Salt სალბის, გრეიფრუტის და ზღვის მარილის არომატებს აერთიანებს და ძალიან ზომიერი, ტკბილი ნოტები დაჰკრავს.



1_2Lancome



ლანკომის ახალი სურნელი La vie est belle l'absolu de parfum, რომლის სარეკლამო სახეც ცნობილი მსახიობი ჯულია რობერტსია, შარშანდელ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული და ინტენსიური გახდა. ვანილის, პაჩულის და ზამბახის ძირითად ნოტებზე აგებული სუნამო, ჩემი ვარაუდით, ზამთრის გრილი და ცივი დღეების იდეალური "შემავსებელი" იქნება.

9_CHANELლეგენდარულ კოკო შანელს ჯერსეს ქსოვილი რომ ძალიან უყვარდა, ეს ყველამ ვიცით. ჯერსეს სახელწოდების არომატი Jersey, რომელიც შანელის განსაკუთრებულ პარფიუმერულ ხაზში - Les Exclusifs de Chanel - შედის, ახლა უკვე სუნამოს კონცენტრაციითაც გაიყიდება. პარფიუმის კონცენტრაციაში კიდევ უფრო ძლიერად არის გამოკვეთილი ლავანდას, ჟასმინის, მაისის ვარდის და ვანილის-მუსკუსის ნოტები.

არომატულ სექტემბერს გისურვებთ!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_