წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სეროტონინი - ბედნიერების ჰორმონი

ბლოგი:
ივლისი 02, 2015
ავტორი Anika
კარგი განწყობა და ბედნიერების შეგრძნება ხომ ყველაფრის საწყისია: თუ განწყობა პოზიტიურია და ცხოვებას ნათელ ფერებში უყურებ, ეს შესაბამისად აისახება ჩვენს გარეგნობაზეც. აი, თუ პირიქით მოხდა, მაშინ უკვე ნეგატიური განცდები უსწრაფესად მოქმედებენ ჩვენს ვიზუალზეც: თვალები ჩამქრალი, კანის ფერი მქრქალი, მონაცრისფრო შეფერილობით, მოკლედ, კარგი არაფერი. სეროტონინი ის ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკუ აქტივობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, კონკრეტულად კი მადასთან, განწყობასთან, ლიბიდოსთან და ქცევასთან. სეროტონინის სინთეზი ჩვენს ორგანიზმში ხდება: ნაწილის თავის ტვინში, ნაწილის კი კუჭ-ნაწლავში. ეს ჰორმონი ადამიანებს ფსიქო-ემოციური ბალანსის შესანარჩუნებლად გვესაჭირება, ამიტომაც უწოდებენ მას "ბედნიერების და კმაყოფილების ჰორმონს".

როგორ მუშაობს სეროტონინი - სეროტონინი იმპულსებს გადასცემს ნერვულ უჯრედებს შორის, არეგულირებს მათ აქტიურობას და ერთგვარ სიგნალს აძლევს მათ, თუ როგორ იმოქმედონ: გაიღიმე, ბედნიერი იყავი, არ მოიწყინო! შესაბამისად, მისი სწორი და უწყვეტი ფუნქციონირება სტაბილურად კარგ განწყობას უზრუნველყოფს. ჩვენი განწყობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სიგნალების სწორ გადაცემაზე და ჩვენს ორგანიზმში სეროტონინის დონეზე. სეროტონის გამოსამუშავებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მზის სხივების არსებობა: ამიტომაცაა ზაფხულში ცხოვრება რომ გვიხარია და ზამთარში, ხშირად უფრო მოდუნებულები და ნაკლებ ხალისიანები ვართ.

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში - თუ საკუთარ თავს ატყობთ, რომ ოპტიმიზმი და სიცოცხლის ხალისი სულ უფრო გაკლდებათ, სარკეში ჩახედვისას არც საკუთარი თავის შემხედვარეს გეუფლებათ ძველი სასიამოვნო განწყობა, სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდებით და ნურც უიმედობას მიეცემით: ამ დროს საკუთარ თავს სეროტონინის გამომუშავებაში და მისი დონის ამაღლებაში უნდა დავეხმაროთ. ექიმების რჩევით, ასეთ სიტუაციაში რეკომენდირებული ტრიპტოფანით (ამინომჟავა, რომელიც სეროტონინის წინამორბედია და მის გარეშე სეროტონინის სინთეზი ჩვენს ორგანიზმში წარმოუდგენელია) მდიდარი პროდუქტების მირთმევა, კერძოდ, წითელი ხორცი, თევზი, ყველი, ხაჭო, გოგრის მარცვლები, მიწისთხილი და სოიო.




ამ დროს აკრძალული პროდქუტების სიაში შედის ყავა, ჩაი და ყველა ის სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს: კოფეინი სეროტონინის გამომუშავებას უშლის ხელს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მზის სხივები ამ დროს იდეალური დამხმარეა. ამას გარდა, ფიზიკური დატვირთვაც მნიშვნელოვნად აძლიერებს სეროტონინი გამომუშავებას: სისტემატური ვარჯიში, ფიტნესი ან სირბილი ძალიან დაგეხმარებათ.

პოზიტიურ განწყობას გისურვებთ!

ანიკა








მსგავსი ბლოგები