We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სეზონის ახალი სურნელები

_from blog_:
_June_ 04, 2012
_by_ Anika
ვისაც მოუცლელობის თუ სხვა მიზეზების გამო ჯერ არ გქონიათ შესაძლებლობა 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის პარფიუმერულ სიახლეებს გაცნობოდით, მინდა საქმე გაგიმარტივოთ და ამ პოსტით, მოკლე მიმოხილვის სახით წარმოგიდგინოთ ახალი, საინტერესო სუნამოები შესახებ ინფორმაცია.



იასამანის სურნელის მოყვარულებს, აუცილებლად მოგეწონებათ ტომ ფორდის ახალი სუნამოს წყალი, Tom Ford Lavender Palm: ზედა ნოტებში იასამანს შეიგრძნობთ მსუბუქად, რომელსაც ბერგამოტის და ლიმონის ციტრუსის სურნელი მოყვება, ამ ყველაფერს კი დამატებით მუსკატის არომატი გასდევს ფონად.



ლეგენდარული ივ სენ ლორანის მიერ თავის დროზე შექმნილი საფარი- ქურთუკი, ალბათ, ყველას გახსოვთ. ამ სეზონზე YSL- ის სახლმა ეს ამბავი სურნელოვანი ნოტებით გაიხსენა და ახალი სუნამო შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ ამ საფარის ტიპის ქურთუკს ეძღვნება. Saharienne - ასე ჰქვია პარფიუმერულ წყალს, რომელიც ბერგამოტის, მანდარინის და თეთრი ყვავილების საფუძველზე არის შექმნილი და რომელსაც ვარდისფერი პილპილის და კოჭას აქცენტები აქვს.



რომანტიული სულის მეოცნებე გოგონებს Nina Ricci-ის ახალი სურნელი განსაკუთრებით მოეწონებათ: ხილის და ყვავილების თაიგული ალუბლის ნოტის, მატეს ჩაის და მოხალული შაქრის ირგვლივ იშლება, გამორჩეულად იგრძნობა მანდარინის, ბერგამოტის და მსხლის არომატები.



Chloe-ს სუნამოს ახალი ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ახალ გამოშვებაში, L'Eau de Chloe იხილოთ, რომელიც ზაფხულის გრილი ლიმონათის ასოციაციას დაგიტოვებთ. როგორც ამბობენ, ამ სუნამოს 20%-ს ვარდის ფურცლების ნატურალური წვენი შეადგენს, რომელსაც ციტრუსების და პაჩულის არომატები ავსებს.



Giorgio Armani-ის პარფიუმერიის მომხმარებლებს, ამ სეზონზე შეუძლიათ ახალი  Acqua di Gioia Essenza ყვავილოვანი სურნელით ისიამოვნონ. ზედა ნოტები ვარდისფერი პილპილის, ლურჯი პიტნის და ლიმნისგან შედგება, შუაგულში კი ილანგ-ილანგის და ჟასმინის არომატები ჭარბობს.

სურნელოვან ზაფხულს გისურვებთ,

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა











_OTHER BLOGPOSTS_