წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სეზონის საუკეთესო ბრონზერები

ბლოგი:
აპრილი 19, 2014
ავტორი Anika
ყოველი გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ინტერნეტსივრცე სხვადასხვა სეზონზე მორგებული შემოთავაზებებით ჭრელდება, მათ შორის, კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალი ბრონზერების შემოთავაზებაა. თქვენი არ ვიცი და ბრონზერი ჩემთვის კონკრეტულად გაზაფხულთან ასოცირებული პროდუქტი ნამდვილად არ არის: ჩემს პატარა, შავი ფერის კოსმეტიკის ჩანთაში ბრონზერს წლის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით. ეს კი იმიტომ, რომ სახისთვის ჯანმრთელი, მზისგან “ძუნწად” ნაბოძები რუჯის ეფექტი ყოველთვის მხიბლავს, იმისდა მიუხედავად თუ რა ამინდია გარეთ.

მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრონზერს ჩემს მსგავსად მოიხმართ თუ ის თქვენთვის გაზაფხული-ზაფხულის სეზონების პროდუქტია , მინდა ამ პროდუქტების უახლესი მოდელები გაგაცნოთ, რომელთაც რამდენიმე ჩემთვის საყვარელი კოსმეტიკური ბრენდი გვთავაზობს. თუმცა, სანამ ახალ პროდუქციაზე გადავალ, პროფესიონალების რჩევას შეგახსენებთ: ბრონზერი თქვენი სახის კანის ბუნებრივ ფერზე ორი ტონალობით მუქი უნდა იყოს.

Diorskin Nude Tan Transat Edition, Dior - ცნობილი ფრანგული სახლის მიერ წარმოდგენილი ეს ახალი ბრონზერი სილამაზის სფეროს ექსპერტების აზრით, უნივერსალური რამაა რამდენიმე მახასიათებლის გამო. პირველ რიგში, მას უამრავი მბზინავი ნაწილაკი აქვს, რომელიც სახეს სასიამოვნო და იმავდროულად ჯანსაღი რუჯის ელფერს აძლევს. თანაც, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლებული ფერი “Champagne” სრულიად არაპრეტენზიულია და ბევრი სახის ტონალობისთვის შეიძლება იყოს შესაფერისი.

130203-07-GUERLAIN-Summer - Poudre FB

Terracotta Sun Celebration, Guerlain - საკუთარი გამოცდილებით ვუწევ რეკომენდაციას ამ ბრონზერს! Terracotta-ს კოლექციამ რა ხანია მყარად დაიმკვიდრა თავი საუკეთესო ბრონზერების სამეულში და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბრონზერის სტატუსი. ამ პროდუქტის თაყვანისმცემლებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ ამ სეზონზე ეს ხაზი არსებობის 30 წელიწადს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კოსმეტიკურმა სახლმა სპეციალური პუდრა გამოუშვა, რომელიც თავის თავში პუდრასაც და რუმიანასაც აერთიანებს.

Poudre_Terre_Exotique_ Givenchy_

Poudre Terre Exotique, Givenchy - ჟივანშის ცნობილი ბრონზერი ახლა უკვე კიდევ უფრო დიდ და ლამაზ შეფუთვაში შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი ტექსტურა საოცრად მსუბუქი და ჰაეროვანია, რისი წყალობითაც ის იდეალურად ჯდება კანზე. ამ ბრონზერის გადასმა, სახის გარდა, დეკოლტეს ზონაზეც და მხრებზეც არის რეკომედირებული.

Colours_of_Brazil_Clarins_

Colours of Brazil, Clarins - კლარინსის ამ ბრონზერში ბრონზირების ეფექტირ მქონე კომპონენტები იდეალურად არის შერწყმული დამატენიანებელ კომპონენტებთან, მასში შემავალი თეთრი ჩაის ექსტრაქტი კი კანს სათანადოდ იცავს მავნე გარე ფაქტორებისგან.

Bronze_Goddess_Estee_Lauder

Bronze Goddess, Estée Lauder - ეს ბრონზერი 4 სხვადასხვა ფერში წარმოადგინა ესტე ლაუდერის სახლმა, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ტონალობა ამინდის თუ განწყობის მიხედვით.  გარდა ამისა, ბრონზერს გამოკვეთილად აბრეშუმისებრი ტექსტურა აქვს, რაც ძალიან სასიამოვნოა მისი კანზე წასმისას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები