წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შაქრის 10 დღიანი დეტოქსიკაცია

ბლოგი:
ივნისი 02, 2018
ავტორი Anika
იცოდით, რომ შაქარი 8-ჯერ უფრო ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ვიდრე კოკაინი?! ხოლო ერთი ბოთლი გაზიანი სასმელი მოზარდებაში 60%-ით ზრდის ჭარბწონიანობის რისკს, ქალებში კი მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 80%-ით მატულობს.

ექიმებს და კონკრეტულად კი, კვების ექიმებს თუ დავეკითხებით, ტკბილზე და საკონდიტრო ნაწარმზე მიჩვევა და დამოკიდებულება არა ემოციური კვებითი, არამედ ბიოლოგიური მოვლენაა. ამ პროცესს ჰორმონები და ნეირომედიატორები მართავენ, რომლებისთვისაც შაქარი და ნახშირწყლები საწვავის ფუნქციას ასრულებენ. ამ ყველაფრის შედეგი კი შაქრის და ცომეულის გაუკონტროლებელი მოხმარებაა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რძის კოქტეილი სისხლში არამხოლოდ შაქრის და ინსულინის დონის მკვეთრ მატებას, არამედ თავის ტვინში რიგ ცვლილებებსაც იწვევს, რომლის შედეგადაც ადამიანს მიჩვევა და დამოკიდებულება უყალიბდება.

ტკბილეულზე დამოკიდებულების დასამარცხებლად ერთი ეფექტიანი გზა შაქრის დეტოქსიკაციის მოწყობაა, რომელსაც იდეალურ ვარიანტში 10 დღე ესაჭიროება.

sugar-detox-diet_0

- 10 დღიანი დეტოქსიკაციის პერიოდში სრულად უნდა ვთქვათ უარი შაქარზე და ტკბილზე, ნეიტრალური და ზომიერი ვარიანტები აქ არ გამოგვადგება. ექიმების თქმით, ტოტალური უარი ერთადერთი გამოსავალია ძლიერი დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად. ამ შემთხვევაში, უარს ვამბობთ ნებისმიერ შაქრის შემცვლელზე და ხელოვნურ დამატკბობელზე, ტრანსცხიმების შემცველ პროდუქტებზე და ბურღულეულზე.

- დეტოქსიკაციისას უარს ვამბობთ არამხოლოდ ტკბილ საკვებზე, არამედ სასმელზეც. რეალურად, ტკბილი სასმელის მეშვეობით შაქარი გაცილებით სწრაფად მიეწოდება ღვიძლს, რის შედეგადაც დანაყრების შეგრძნება არ დგება, დღის განმავლობაში კი სულ უფრო მეტს ვჭამთ და ტკბილიც კიდევ უფრო მეტი ოდენობით გვინდება.

მსგავსი ბლოგები