ბლოგი:
აგვისტო 13, 2012
ავტორი Anika
ანიკას ბლოგის მკითხველების დიდი ნაწილი ამ მომენტისთვის, ალბათ, ან ზღვის პირას ან კიდევ მთებში, შედარებით გრილად ისვენებს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლოს თუ შორს ხართ ზღვისგან და სანაპიროგან: მზის სხივებზე ხელი ორივე მხარეს მიუწვდება თუ პირიქით - მზე ორივეგან ადვილად მოგაგნებთ, მთაში კი განსაკუთრებით.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნარუჯი ისე მივიღოთ, რომ სათანადოდ და სწორად დავიცვათ თავი მზის სხივების მავნე ზეგავლენისგან. ვფიქრობ, მზის დამცავი საცხის მოხმარებას უკვე ყველაზე “ზარმაცებიც“ კი შეეჩვიენ, თუმცა არის რამდენიმე “საკრალური” შეცდომა, რომელსაც ძალიან ხშირად, ბევრი ჩვენგანი ვუშვებთ ამ დამცავი საშუალებების გამოყენებისას.
პირველი შეცდომა, დამცავი საცხის თუ ზეთის რაოდენობაში მდგომარეობს: ხშირად არარაციონალურად ვზოგავთ ამ საშუალებებზე და საჭიროზე ნაკლები რაოდენობით ვისვამთ. დერმატოლოგები გვაფრთხიებენ, რომ დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მთელი სხეული საკმარისი რაოდენობის საცხით იყოს დაფარული და ეს ყველაფერი გასარუჯად გასვლამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავაკეთოთ - ასე პროდუქტი კარგად მოახერხებს კანში გაწოვას.
მეორე დაუდევრობა, რომელსაც ასევე არანაკლებ ხშირად ჩავდივართ, ღრუბლიან ამინდში დამცავის უგულვებელოფაა. არადა პროფესიონალ დერმატოლოგებს თუ დაუვუჯერებთ, ასეთ ამინდში არანაკლებ შეიძლება დაზიანდეს კანი ულტრაიისფერი სხივებისგან, ვიდრე თაკარა მზიან ამინდში.
ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ მაღალი SPF-ის მქონე დამცავს გამოიყენებს, უფრო ხანგრძლივად იქნება დაცული, რაც მცდარი მოსაზრებაა. დერმატოლოგები გვარწმუნებენ, რომ SPF-ის მიუხედავად, დამცავი ყოველ 90 წუთში ერთხელ უნდა გადაისვათ.
და ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტუჩებსაც სათანადო დაცვა სჭირდებათ მზეში და რომ ეს ნაწილი, დანარჩენ სხეულთან შედარებით, არანაკლებ ზიანდება. ამიტომაც, არ დაიზაროთ და აუცილებლად შეიძინეთ ტუჩების სპეციალური მზისგან დამცავი ბალზამი, რომელსაც სულ მცირე 20 SPF ექნება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა