We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

შეცდომები, რომელთაც თვალის მოვლისას ვუშვებთ

_from blog_:
_June_ 25, 2017
_by_ Anika
ისინი შესვენების გარეშე გვემსახურებიან დილით გაღვიძებიდან ჩაძინებამდე, განიცდიან სტრესს, გადაღლას, მათზე ზრუნვა კი ბევრ ჩვენგანს იშვიათად თუ გვახსენდება, სანამ დაგროვილი პრობლემების გამო, ექიმთან ვიზიტზე არ მოვხვდებით და არ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს თვალებს სერიოზული მოვლა-პატრონობა ესაჭიროებათ. თავის სატკივარის გაჩენამდე, მოდით მოვისმინოთ ექიმების რჩევები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და არ მოვიქცეთ საიმისოდ, რომ თვალებს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე.

1. არ დავიძინოთ ღამით კონტაქტური ლინზებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენი ლინზები ხანგრძლივი მოხმარებისთვისაა გათვლილი. ექიმების თქმით, უსაფრთხოდ ვერც იმ შემთხვევაში ვიქნებით, როცა ისეთ ლინზებს მოვიხმართ, რომლებიც ღამითაც შეგვიძლია დავიტოვოთ - კვლევები ადასტურებენ, რომ ასეთ დროს თვალის რქოვანა ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, შესაბამისად არსებობს ბაქტერიების გამრავლების და რქოვანა გარსის წყულის განვითარების რისკი.

2. თვალების მოქავება და ხელებით შეხება. თუნდაც კონტაქტური ლინზების მომხმარებელი არ იყოთ, როდესაც თვალის ქავილის შეგრძნება გაქვთ და ამის გამო თვალების ხელით მოქავებას იწყებთ, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ - ექიმები ასეთ დროს თვალების დახუჭვას და მხოლოდ ქუთუთოზე გარეგან შეხებას გვრიჩევენ.

Businesswoman rubbing eyes

3. წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩავიტაროთ თვალის სრულფასოვანი გამოკვლევა. ვინაიდან თვალის უკან ანატომიურა ტკივილის რეცეპტორები არ არსებობს, ამდენად შესაძლოა რამე პრობლემა არსებობდეს და ჩვენ ვერც ვიგრძნოთ ის, სიმპტომების არარსებობის გამო, ვიდრე მხედველობა არ გაუარესდება.

4. მთელი დღის განმავლობაში ელექტრონული მოქყობილობების ეკრანებზე მზერა მნიშვნელოვან სტრესს იწვევს ჩვენი თვალისთვის. ამიტომაც, ოფთალმოლოგები გვრიჩევენ, ეკრანთან გატარებული ყოველი 20 წუთის შემდეგ 20 წამი შორ დისტანციაზე გადავიტანოთ მზერა, ეკრანის ფოკუსი რამე განსხვავებული ობიექტით ჩავამაცვლოთ.

5. ღამით მაკიაჟით დაძინებამ შესაძლოა თვალის ირგვლივ კანის გაღიზიანება, პუსტულას ან ჯიბლიბოს გაჩენა გამოიწვიოს.

_OTHER BLOGPOSTS_