წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შეცდომები, რომლებიც წონაში დაკლებას აფერხებენ

ბლოგი:
აპრილი 02, 2014
ავტორი Anika
დღის განმავლობაში უამრავი ცდუნება გვაქვს და შესაბამისად, “შეცდომებსაც” საკმარისად ვუშვებთ, რაც საბოლოო ჯამში სასწორზე დადგომისას ცუდ ხასიათზე გვაყენებს. თუმცა არის ისეთი შეცდომები, რომელთა პრევენციაც შეგვიძლია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და რომლებიც შედეგად ეფექტიან წონაში კლებაში დაგვეხმარება.

1. მართალია, დილით უმეტეს ჩვენგანს ცოტა დრო გვაქვს მოსაწესრიგებლად და სამსახურებში მიგვეჩქარება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ საუზმე დავივიწყოთ ან ჩანთაში ჩაგდებული ვაშლი ვატკბარუნოთ მანქანაში სამსახურში მისვლამდე. მოკლედ, საუზმე აუცილებლად უნდა მივირთვათ და თანაც, ნოყიერი საუზმე. საუკეთესო ვარიანტია ცილებით მდიდარი საუზმე: კვლევები ადასტურებენ, რომ ცილოვანი საუზმე ამცირებს საღამოს საათებში შიმშილის შემოტევებს.

weight-loss-mistake-2

2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ცხიმის დასაწვავად მხოლოდ კარდიო ვარჯიშები საკმარისია, ძალიან ცდებით. როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, თუ სატრენაჟორო დარბაზში ყოფნისას გარკვეულ დროს სიმძიმეების აწევაზე დავხარჯავთ, ამით ყოველდღიურად კალორიების წვის პროცესს დავაჩქარებთ, შედეგად წონაშიც უფრო სწრაფად დავიკლებთ.

weight-loss-mistake-3

3. შესაძლოა სიმძიმეების აწევა არ გავიწყდებოდეთ, მაგრამ მხოლოდ მსუბუქით ჰანტელებით იფარგლებოდეთ. მიზეზი გასაგებია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქვთ ექპსერტებს თავიანთი სათქმელი: თუ მძიმე წონით ნაკლებ გამეორებებს გააკეთებთ, ასე გაცილებით მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე მსუბუქი წონით მეტი გამეორებების შესრულებისას. ასე რომ გაითვალისწინეთ!

4. ტყუილად გგონიათ, რომ ვარჯიშამდე შიმშილი კარგ შედეგს მოგიტანთ. არაერთი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე აუცილებლად უნდა წაიხემსოთ და თუ ეს ცილოვანი საკვები იქნება, მაშინ ვარჯიშის დროს უფრო მეტი კალორიის დაწვასაც შეძლებთ და ვარჯიშის შემდეგ შიმშილის მოძალებსაც არ იგრძნობთ.

weight-loss-mistake-8

5. დესერტზე უარის თქმა და მის ნაცვლად პურის მირთმევა, ნადმვილად ვერ არის გონივრული გადაწყვეტილება: როგორც ირკვევა, ასეთი არჩევანის შემთხვევაში, სჯობს პურზე ვთქვათ უარი და მცირე რადენობით ტკბილეული დავაგემოვნოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები